რეჰანი ყველაზე ხშირად გვხვდება იტალიურ სამზარეულოში, სადაც საკვების მდიდარ არომატს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ჩვენთან ამ მწვანილს იყენებენ არომატული სოუსის, საზაფხულო წასახემსებლის და გამაგრილებელი სასმლის მოსამზადებლად. მასთან ერთად ყველაფერი გემრიელდება! არა მხოლოდ მისი არომატი, არამედ ორგანიზმისთვის მისი სარგებელი გვაიძულებს, სხვადასხვა კერძის კომპონენტად გამოვიყენოთ.
კაშკაშა მწვანილი გამოიყენება კულინარიაში როგორც არომატის მისანიჭებლად, ასევე საკვები ნივთიერებების მისაღებად. რეჰანი შეიცავს K, A და C ვიტამინებს, ბევრ მინერალს, რომელსაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. ეს ამ მცენარის ყველა უპირატესობა არაა.
რეჰანის სარგებელი ორგანიზმისთვის: მისი სამკურნალო თვისებები
იმუნიტეტს აძლიერებს
რეჰანში შედის ბეტა–კაროტინი და C ვიტამინი. ეს ნივთიერება იმუნურ სისტემას აძლიერებს, რისი წყალობითაც მავნე მიკროორგანიზმებს უკეთ ებრძვის და ბევრი დაავადების პრევენციას ახდენს.
სტრესს ამცირებს
რეჰანი ნერვულ სისტემაზეც მოქმედებს. სტრესის და შფოთვის დონეს ამცირებს. მწვანილში შედის ანტიოქსიდანტები, რომლებიც ებრძვიან არა მხოლოდ გაღიზიანებას, არამედ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც უჯრედების დაბერებას იწვევენ.
საჭმლის მომნელებელ პროცესებს აწესრიგებს
სასარგებლო ნივთიერებების შემცველობის წყალობით რეჰანი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს, საჭმლის მონელებას აწესრიგებს. სწორედ ამიტომ, გასტროენტეროლოგები პაციენტების რაციონში ამ არომატულ მწვანილს ხშირად რთავენ.
ანთებას აქრობს
საიდუმლო არაა, რომ რეჰანში ეთერზეთები არის. ისინი აქრობენ ანთებით პროცესებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს გვიშლიან.
გულის მუშაობას აუმჯობესებს
რეჰანი მდიდარია მაგნიუმით და კალიუმით, რომლებიც არტერიულ წნევას ამცირებენ. რეჰანის რეგულარული მიღებით სისხლძარღვებს გააძლიერებთ და გულის მუშაობას გააუმჯობესებთ.
მიკრობებს კლავს
რეჰანში ბევრი ევკალიპტის ზეთია. ის ძლიერი ანტიმიკრობული მოქმედებით ცნობილია. სწორედ ამიტომ, მწვანილი ბაქტერიებთან და ვირუსებთან ბრძოლაში გვეხმარება. ორგანიზმი დაცული ხდება.
თუ გსურთ, შეავსოთ დეფიციტური საკვები ნივთიერებები (მაგალითად, მაგნიუმი, კალციუმი, სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინები), რაციონში ახალი რეჰანი ჩართეთ. სალათებს, პასტას, სოუსს და მსუბუქ კერძებს დაუმატეთ. ასე კერძის გემო გაუმჯობესდება და ორგანიზმი გაძლიერდება.