ნივთები სახლში, რომლებიც მისი მფლობელის დაბალ თვითშეფასებას ააშკარავებენ

752

სახლში რომელ ნივთებს შეუძლია გამოაშკარაოს ქალის თვითშეფასების დონე? მიმოყრილი ნივთები, მტვერი თაროზე, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში და ბავშვობის ექო დეკორში: ზოგიერთი ასპექტი კომფორტის და მყუდროების ნაკლებობაზე პირდაპირ ყვირის. იქ, სადაც გარეგნული ჰარმონია არაა, შინაგანიც ორივე ფეხზე მოიკოჭლებს. უფრო მეტიც, ეს სერიოზულ ემოციურ პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს!

ფსიქოლოგებმა გამოავლინეს 5 ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც დაბალ თვითშეფასებაზე საუბრობს. მოდით, შევიხედოთ ქალის სამყოფელში და ვნახოთ, რა საიდუმლოს ინახავს.

თვითშეფასების დონე

ნივთები, რომელთაც დიდი ხანია აღარ იცვამენ

თუ თქვენი კარადა სავსეა ნივთებით, რომლებიც ჯერ კიდევ სკოლის წლებიდან გაქვთ, ეს ძველის და გაცვეთილის გაშვების უუნარობაზე საუბრობს. ნუთუ მაისური ორი ღილის გარეშე ნამდვილად დაბრუნდება მოდაში, რადგან ადრე გაუხდელად გეცვათ? პლუშკინის სინდრომი გვაიძულებს უსარგებლო ნივთების შეგროვებას და სივრცის ხარახურით ავსებას.

ფსიქოლოგები განმარტავენ: ასეთი ქცევა დათრგუნულ შფოთვაზე და ნევროზზე მიუთითებს. შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან: ძველი და გაცვეთილი ნივთების ადგილზე მოვა რაღაც ახალი და თქვენს ცხოვრებას ახალი ენერგიით აავსებს. სახლი და თავი გაასუფთავეთ, კარადაში დატოვეთ მხოლოდ ის, რომელიც ნამდვილად გამოგადგებათ და სიხარულს მოგიტანთ.

ჭუჭყიანი თეთრეული

საწოლის თეთრეული სუფთა უნდა იყოს, ეს აქსიომაა! გაცვეთილი, დაკემსილი ბალიშისპირი და გადასაფარებელი ქალზე ცუდად საუბრობს. ქალი, რომელსაც სძინავს სხვადასხვა ნაკრებიდან აწყობილ ძველ, ჭუჭყიან თეთრეულში, ალბათ, საკუთარ კომფორტზე არ ზრუნავს და საკუთარი ღირსების გრძნობა არ აინტერესებს.

გაითვალისწინეთ: ქალი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს, კარგი ხარისხის თეთრეულში დაწვება და რეგულარულად განაახლებს. დაე, გქონდეთ რამდენიმე ლამაზი ნაკრები ასარჩევად. ყოველ 10-14 დღეში გამოცვალეთ, მანამდე კი კარგად დააუთოვეთ. შეამჩნევთ, როგორი სასიამოვნო გახდება დილით ადგომა და თვითშეფასება სწრაფად გაიზრდება.

შეუსაბამო დეკორი

ზრდასრულ ასაკშიც რბილი სათამაშოების სიყვარულში ცუდი არაფერია. სხვა საქმეა, როცა მთელ სივრცეს ამ სათამაშოებით უზომოდ ავსებთ. ეს ეხება სტატუეტებს და სხვა ხარახურას. ასეთი დეკორისადმი თავშეუკავებელი სიყვარული მამაკაცს ჩამოგაშორებთ, რადგან მისი რჩეულის ინფანტილურობაზე აზრებს გაუჩენს. ალბათ, არ ეყოფა სიმწიფე, რომ ღირსეული ცოლი და დედა გახდეს.

გარდა ამისა, პატარა ნივთები დიდ დროს მოითხოვს, რომ მტვერი გადაწმინდოთ და ეს რეგულარულად უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მყუდროებასა და სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. რა თქმა უნდა, იმპულსური შესყიდვებისგან დაზღვეული არავინაა. შემდეგში დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა კიდევ ერთი ფუმფულა დათვი თუ ერთი, ყველაზე საყვარელი, სავსებით საკმარისია.

ძველი აბანოს პირსახოცი

ქალი, რომელსაც თავისი სხეული არ უყვარს, სავარაუდოდ, ხარისხიან აბანოს პირსახოცზე ფულს არ დახარჯავს. რა საჭიროა, თუ აქვს ბებიის მემკვიდრეობა, მერე რა რომ ახალი არაა და ნახვრეტები აქვს, სამაგიეროდ საყვარელია! რა თქმა უნდა, სამახსოვრო ნივთებთან განშორება ძნელია, მაგრამ თუ ჩვარივით გამოიყურება და თვეში ერთხელ იცვლება, განგაშის სიგნალია!

ძველი პირსახოცი არა მხოლოდ სხეულისა და კომფორტის მიმართ გულგრილობის ნიშანია. რაც უფრო იშვიათად ცვლით პირსახოცს, მით მეტი ბაქტერია და კანის ნაწილი გროვდება მასში. უარესი: დროთა განმავლობაში ჭუჭყი პირსახოცის ბოჭკოებიდან ცუდად ირეცხება და გამოხარშვაც მიკრობების მოშორებაში ვერ დაგეხმარებათ. სამწუხაროა, თუ ეს ფაქტი ქალს არ აღელვებს.

თვითშეფასების დონე: ჭუჭყიანი ჭურჭელი

სამზარეულო ცხელი ქარხანა შეიძლება იყოს, სადაც ყველაფერი დუღს, იწვის, ცხვება და დნება. ასევე დილით ყავაზე და ახალ ნამცხვართან ერთად გულითადი საუბრების ადგილი ან მყუდრო ოჯახური შეკრების ადგილი. ნებისმიერ შემთხვევაში, სისუფთავე განწყობას გამასპინძლებაზე არანაკლებ ქმნის.

გვესმის, რომ ქვაბების რეცხვის და საჭმლის მომზადების გაუთავებელ კონვეიერში სისუფთავის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. თუ ჭამამდე ნიჟარას დაგროვილი თეფშებიდან გაათავისუფლებთ და ჭამის წინ გაზქურას გაწმენდთ, ნახავთ, რამდენად სასიამოვნო გახდება ჭამა!

თუ ჭუჭყიან ჭურჭელს ნიჟარაში ღამით ტოვებთ (და ეს წესიდან გამონაკლისი არაა, არამედ ჩვევა), სპეციალისტები მოგიწოდებთ თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ყურადღება მიაქციოთ. ეს დეპრესიის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს.

სხვა საქმეა, როცა თქვენს სამუშაო გრაფიკში არც ერთი თავისუფალი წუთი არაა და სახლის დასალაგებლად ძალა უბრალოდ არ გაქვთ. დატვირთვის შემსუბუქებაში დასუფთავების სერვისის თანამშრომლები დაგეხმარებიან. სწორედ ამისთვის არსებობენ. მოიშორეთ მიზეზები, შეიყვარეთ საკუთარი თავი და სახლი!