სინდისი მქეჯნის, რომ დედამთილზე ზრუნვა არ მინდა, მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ

1834

ამბობენ, რომ სინდისი ქენჯნის მხოლოდ მათ, ვისაც ის საერთოდ აქვს. ასე რომ, ნუ ეცდებით რაღაცას ახსნას ადამიანებისთვის, რომელთაც ცხოვრებაში თავი დამნაშავედ ან ვინმეს წინაშე ვალდებულად არასდროს უგრძვნიათ. დროს და ნერვებს ტყუილად დაკარგავთ.

მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობ, სწორედ ასეთი უსინდისოა. აქ უკვე ვერაფერს გახდები. ცხოვრებაზე ჩამოყალიბებული ხედვის რაიმე ფორმით შეცვლა შეუძლებელია. ისღა დაგრჩენიათ გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ: დატოვოთ ასეთი ადამიანი თქვენს გარემოცვაში თუ მოიშოროთ, სინანულის და სინდისის ქენჯნის გარეშე.

სინდისის ქენჯნა

ვთვლი, რომ ქალისთვის 40–ზე ცოტა მეტი ასაკი იდეალურია. თავად დაფიქრდით, ჯერ კიდევ მიმზიდველად გამოიყურებით და თავს შესანიშნავად გრძნობთ. თუ ფული გაქვთ, ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესოა. ამ ასაკში კაცები უსაქმურები არ არიან და რაღაც აქვთ. რაც ყველაზე კარგია, თქვენს მოთხოვნილებებს და პატარა ახირებებს იგებენ. როგორც მინიმუმ, უმეტესწილად.

მარინა მქვია და სწორედ ის, 40 წელს გადაცილებული ქალი ვარ. თითქმის 20 წელია დაქორწინებული ვარ. ბოლო დრომდე ჩემი ცხოვრება ნამდვილი ზღაპარი იყო. ქმარი კერძო მეწარმეა. გაყიდვების ბევრი პუნქტი აქვს, ბევრი მნიშვნელოვანი ნაცნობი და გარკვეული წონაც ქალაქის მერიაში. გამტანია.

ჩვენი შვილები უცხოეთში სწავლობენ. თავიდან ვფიქრობდი, რომ თვეობით მათი უნახაობა გამიჭირდებოდა. მაგრამ, იცით რა? ასე არაა. როცა დარწმუნებული ხარ, რომ შენს შვილს საუკეთესო განათლებას მისცემ, რომ იქ, უცხო ქვეყანაში უსაფრთხოდ არის, რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს დაურეკო და გაიგო, როგორ არის, ყველა შიში, განცდა ქრება. დაე, ბავშვები გაიზარდონ, მომავალში გამოადგებათ.

თავადაც საქმე ვიპოვე. ბედიამ თავის მეგობართან, ოფისში მომაწყო. მარტივი საქმეა, მაგრამ ტონუსის შენარჩუნებაში და სხვებთან ურთიერთობაში მეხმარება. ვხალისობ, როცა უფროსებს ვუყვები, როგორ დავისვენე ქმართან ერთად კუნძულზე. ის კი წუწუნებს, რომ ბილეთები გაძვირდა, ამიტომ წელს რაღაც ხელმისაწვდომი უნდა მოძებნოს.

მოკლედ, ჩემს ცხოვრებაზე ვერ ვიწუწუნებ. ისეთი მაქვს, როგორზეც ბევრი ვერც იოცნებებს. როგორც მინიმუმ, ადრე იყო. 2 კვირის წინ დიდი ცვლილებები მოხდა. სამსახურიდან გამათავისუფლეს. ქმარი ნაკლებ ყურადღებას მაქცევს. ხშირად ვკამათობთ, ყვირილი დაიწყო, რაც ადრე საერთოდ არ ხდებოდა. თითქოს, შვილებსაც ნაკლებად ვუყვარვარ. ამ ყველაფრის მიზეზი კარგად ვიცი.

დედამთილის ავადმყოფობა

საქმე იმაშია, რომ ახლახანს ჩემი დედამთილი კიბიდან დაგორდა. ეს მოხუცი ქალი, პატარა. არც კი მახსოვს, როდის ვნახე ბოლოს. აი, როგორ არ გამიმართლა. დაცემის შედეგად ბარძაყის ძვალი მოიტეხა და ახლა ფეხზე დგომა არ შეუძლია. ექიმები ამბობენ, რომ  სიმშვიდე და დასვენება სჭირდება და ბევრი დრო. მეუღლეს თავისუფლად შეეძლო, რომ მისთვის საუკეთესო ექიმები და ექთნები დაექირავებინა, მაგრამ სხვაგვარად მოიქცა.

ვიტყოდი, რომ ღორულად. პროფესიონალური მოვლის ნაცვლად რაღაც სხვა აირჩია. დედამისი ჩვენს დიდ სახლში მოიყვანა. იყიდა ბევრი პროდუქტი, მედიკამენტი და ყველაფერი, რაც მოხუცი ქალის ძალების აღსადგენად საჭიროა. ერთი რამ მთხოვა: დედას მიხედე, სანამ თავს კარგად არ იგრძნობს.

იდეა ასე ახსნა: მთელი ცხოვრება მასთან თავს კომფორტულად ვგრძნობდი და არ მქონია საქმე, რომლის გაკეთებაც არ მინდოდა. თან დედამთილს თითქმის არ ვეხმიანებოდი. ახლა, როცა შანსი გამოჩნდა, ვალდებული ვარ მასზე ვიზრუნო. ეს რაღაც გამოცდაა, თუ რა. ქმარი თვლის ასე თუ ვინმემ ჩააწვეთა, ჩემთვის შედეგი ერთი და იგივეა.

სინანული

როგორ ვერ ხვდება, რომ ამის გაკეთება არ შემიძლია? ქოთნის, პამპერსების გამოცვლა. სპეციალური ფაფების მომზადება და  მიტანა, ზუსტად დროზე. სამსახურშიც, საიდანაც ქმრის თხოვნით გამათავისუფლეს, ყოველ მეორე დღეს მივდიოდი დროულად. ახლა ჩემგან ითხოვენ, რომ ნამდვილი პროფესიონალი მომვლელი გავხდე. როგორ მუშაობს ეს მეუღლის თავში?

თავად არის დამნაშავე. სტაბილური ცხოვრება მქონდა, რაიმე მორალურ ან ფიზიკურ დისკომფორტს მიჩვეული არ ვარ. და უცებ, მოდი, ძვირფასო, მიხედე დედას, ასაკოვან მწოლიარე ქალს. ნორმალურია? წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რომ მომვლელის ფული თავად გადამეხადა, მაგრამ ჩემდა ბედად, გათავისუფლებამდე მთელი ფული საყიდლებზე დავხარჯე, ასე დაემთხვა.

ახლა სახლში ნამდვილი მომვლელი მოდის, ზოგჯერ მზარეულიც, რომელიც მხოლოდ დედამთილისთვის ამზადებს. მე კი ზედმეტი ადამიანი ვარ. მძღოლს ქალაქში ჩემს წაყვანას უკრძალავს. შვილები სწავლობენ და მკიცხავენ, რომ ბებიას მოვლაზე უარს ვამბობ. ქმარი ნაწყენია და არ მელაპარაკება. მე კი სინდისი მქეჯნის.

არ ვიცი, რა გავაკეთო. იქნებ, ეს რაღაც ფსიქოლოგიური დოგმაა? როგორ გავხდე მორჩილი ცოლი ან რაღაც მსგავსი? ადრე ქმარში მსგავსი ქცევა არ შემინიშნავს. ახლა არ ვიცი, რა ვიფიქრო. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. იქნებ, ვიღაც სხვა ჰყავს? ასე ჩემს პროვოცირებას ცდილობს? სიმართლის გაგება მინდა.