როგორ მოვაშოროთ მარტივად ჩამჯდარი ყვითელი ლაქები ბალიშებს

26560

თუ ბალიშსა და ბალიშისპირზე ჩამჯდარი ყვითელი ლაქები შენიშნეთ, მათი გადაგდება არ იჩქაროთ. მათი გადარჩენა შესაძლებელია.

რატომ ყვითლდება ბალიშები

1. ძილის დროს გამოყოფილი ნერწყვი და ოფლი ქსოვილში იწოვება და ყვითელ ლაქებს ტოვებენ.

2. მზეზე გაფენა. მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით ქსოვილის დამცავი ფენა ნადგურდება და ბალიშებზე ლაქები და ხაზები ჩნდება.

3. ბუნებრივი ცვეთა. გაცვეთილ ქსოვილზე ასეთი ლაქები, როგორც წესი, რეცხვის შემდეგაც არ შორდება.

როგორ გადავარჩინოთ საძინებლის კომპლექტი „ბალიში + ბალიშისპირი“

ჯადოსნური საშუალების მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა ჭურჭლის სარეცხი მანქანის სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა სარეცხი ფხვნილი
  • 1 ჭიქა მათეთრებელი
  • ½ ჭიქა ბურა

სარეცხი მანქანა ერთი მესამედი ცხელი წყლით აავსეთ (იარლიყზე მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურა წინასწარ შეამოწმეთ), წყალს სარეცხი საშუალების ინგრედიენტების ნარევი დაუმატეთ და ასარევად ოდნავ დაატრიალეთ.

სარეცხ მანქანაში 2 ბალიში და ბალიშისპირები მოათავსეთ, სარეცხი სითხით დაასველეთ და 30 წუთით დაალბეთ, რომ სითხეში კარგად გაიჟღინთოს.

ნელ-ნელა ცხელი წყალი დაუმატეთ და რეცხვის ყველაზე ხანგრძლივი რეჟიმი 2 წრე ჩართეთ. მზადაა!

აღსანიშნავია

  • ბუმბულიანი და ფუმფულა ბალიშების გასარეცხად დელიკატური რეჟიმი უნდა გამოიყენოთ, ხოლო სინთეტიკის შემთხვევაში მხოლოდ დაბალი ტემპერატურა 50-60˚C.
  • ბალიშები 3 თვეში ერთხელ უნდა გაირეცხოს.

  • სარეცხ მანქანაში რამდენიმე ჩოგბურთის ბურთი ჩადეთ და ბალიშები ფუმფულა და მოცულობითი დარჩება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს