კარდიოლოგი: სტენოკარდია ათეროსკლეროზის მთავარი სიმპტომია

442

კარდიოლოგი კონსტანტინე კრულევი ამბობს, რომ სიარულის დროს გულმკერდში ტკივილი ათეროსკლეროზზე მიუთითებს.

ათეროსკლეროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სისხლძარღვებში და არტერიებში წარმოიქმნება ფოლაქები, რომლებიც სისხლის მიმოქცევას აფერხებენ. ექიმი ათეროსკლეროზის განვითარებას უკავშირებს ინფარქტისა და ინსულტის მიმართ მიდრეკილებას. კარდიოლოგი ამბობს, როგორ შეგვიძლია დავადგინოთ სისხლძარღვების ამ სახიფათო პათოლოგიის არსებობა.

სპეციალისტი აცხადებს, რომ ათეროსკლეროზის მთავარი სიმპტომია სტენოკარდია. „მდგომარეობა გამოიხატება მკერდში შემკუმშველი ტკივილით, რომელიც სიარულის დროს ჩნდება და მშვიდ მდგომარეობაში გადადის“ – განმარტავს კონსტანტინე კრულევი.

კარდიოლოგი ხაზს უსვამს, რომ ის, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს სწრაფი სიარულის დროს, მისი სისხლძარღვების მდგომარეობის კარგი მაჩვენებელია. „თუ ადამიანს შეუძლია მეხუთე სიარულზე დისკომფორტის გარეშე ავიდეს, ლიფტის გამოყენების გარეშე, დიდი ალბათობით, ათეროსკლეროზი არ აწუხებს“ – აცხადებს ექსპერტი.

კრულევი ამატებს, რომ სიარულის დროს წარმოქმნილი ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს ათეროსკლეროზზე, რომელიც გულის არტერიებს, ასევე ფეხის არტერიებს აზიანებს. გამოდის, მისი არსებობის დროს გულმკერდის მიდამოში ან კიდურებში (კანჭის კუნთებში) ტკივილს იგრძნობთ.

თუ ათეროსკლეროზი ტვინის სისხლძარღვებს აზიანებს, ჩნდება თავბრუსხვევის ეპიზოდები, მეხსიერების პრობლემები.

ექიმი ყურადღებას ამახვილებს, რომ არტერიების მდგომარეობის შემოწმება შეგიძლიათ პროფილაქტიკის მიზნით სკანირების პროცედურების გამოყენებით.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.