6 ხილი, რომელსაც გასახდომად ჭამენ: ჩართეთ თქვენს რაციონში

1381

ხილი, რომლის ჭამის უფლებას დიეტოლოგები გვაძლევენ დიეტის დროს, შეიცავს მცირე რაოდენობის ფრუქტოზას და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას. ასეთი ხილი ცხიმის წვას ხელს უწყობს, იმუნიტეტს ზრდის და საერთო ჯანმრთელობას აძლიერებს. Vivien გიამბობთ, რომელ ხილს მიაქციოთ ყურადღება.

ლიმონი

უზმოზე 1 ჭიქა თბილი წყალი ლიმონით უკვე კლასიკაა. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთი რიტუალის შემდეგ ორგანიზმში კალორიების წვის სიჩქარე 30%–მდე იზრდება. ასეთი სასმელი ფინჯანი ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა, როგორც მინიმუმ, უფრო სასარგებლოა.

ლიმონი იმუნიტეტის გაძლიერების სუპერშესაძლებლობით ცნობილია. ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, ტოქსინებს გამოდევნის და შიმშილის გრძნობას ამცირებს.

სხვათა შორის, ლიმონის ცედრა არანაკლებ სასარგებლოა. ის შეიცავს პოლიფენოლებს, რომელსაც თაგვებში ცხიმის წვის ეფექტი აქვს (ექსპერიმენტულად დადასტურებულია). ახდენს თუ არა ლიმონის ქერქი ასეთ გავლენას ადამიანებზე, ჯერ უცნობია, მაგრამ რატომ არ ვცადოთ?

გრეიფრუტი

ეს ხილი ბუნებრივი ცხიმისმწველი და ნატურალური ანტიობიტიკია, რადგან ნივთიერებათა ცვლაზე გავლენას ახდენს და იმუნიტეტს სტიმულირებს. კვლევის მონაცემებით, რომელშიც 91 ადამიანი მონაწილეობდა, ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჭამის წინ ნახევარ ხილს მიირთმევდნენ, 12 კვირაში საშუალოდ 1,6 კგ დაიკლეს!

გარდა ამისა, გრეიფრუტში ბევრი უჯრედისი, A და C ვიტამინი, კალიუმი, პექტინი და სხვა სასარგებლო ნივთიერებაა. სხვათა შორის, ნაყოფში ბევრი ანტიოქსიდანტია, ვიდრე თეთრში, ამიტომ უფრო კაშკაშა ხილი აირჩიეთ.

აუცილებლად შეჭამეთ სხვა ციტრუსიც: ფორთოხალი, მანდარინი, თურინჯი. ყველა დაბალკალორიულია და ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს.

ავოკადო

ერთ–ერთი ხილი, რომელიც წონაში კლების დროს შეგიძლიათ და უნდა მიირთვათ, ავოკადოა. ნაყოფი შეიცავს ბევრ სასარგებლო ცხიმს, რომელიც კარგად დაგანაყრებთ. შიმშილი დიდხანს არ შეგაწუხებთ და გადაძღომას თავიდან აიცილებთ. დამტკიცებულია, რომ ავოკადოს ყოველდღიური მიღება მუცლის ცხიმის რაოდენობას ამცირებს და დაბალანსებული დიეტის შესანიშნავი დანამატია. ავოკადოში გვხვდება ბევრი ვიტამინი K, C, B5, B6, E, ფოლიუმის მჟავა და სხვა სასარგებლო ნივთიერებები.

ვაშლი

ალბათ, გსმენიათ ვაშლის მონოდიეტის შესახებ, რომლითაც რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი სწრაფად შეგიძლიათ დაიკლოთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ვაშლი დაბალკალორიულია, მაგრამ შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, ვიტამინს, მიკროელემენტს და პოლიფენოლს, რომელიც ჯანმრთელობას და სილამაზეს მხარს უჭერს. გასახდომად სჯობს აირჩიოთ მწვანე ვაშლი, რადგან მასში ნაკლები ნახშირწყლებია. უზმოზე არ შეჭამოთ, ლორწოვანი შეიძლება გააღიზიანოს და შებერილობა გამოიწვიოს.

კივი

„ჩინური ხურტკმელი“ – B ჯგუფის, E, PP, A ვიტამინების და ასკორბინის მჟავის საწყობი. მასში ბევრი უჯრედისია, რბილობში – ხსნადი, ხოლო ქერქში – უხსნადი (დიახ, ქერქიც შეგიძლიათ შეჭამოთ). ეს პროდუქტი ორგანიზმს დიდებულად წმენდს წიდებისა და ტოქსინებისგან, რომლებიც ცხიმოვანი ქსოვილების დაშლის დროს წარმოიქმნება.

ანანასი

მდიდარი ტკბილი გემოს მიუხედავად, ანანასი არც ისე კალორიულია: 500 კკალ 100 გრამ რბილობზე. არ აქვს ცხიმისმწველი თვისებები, რომელსაც ხშირად მიაწერენ. სამაგიეროდ შეიცავს ფერმენტ ბრომელინს, რომელიც ცილების და ცხიმების დაშლას ააქტიურებს. საჭმლის მონელებას ხელს უწყობს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოძრაობას აუმჯობესებს, გარკვეული ფერმენტების სინთეზს აწესრიგებს, ამიტომ ანანასი სხვა პროდუქტების კარგი კომპანიონია და უმჯობესია მიირთვათ ხაჭოსთან, ხილის დესერტის ნაწილად ან ქათმის ფილესთან ერთად. ასევე შეშუპებას ამცირებს.

რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ გახდომის დროს

„არ შეიძლება“ ზედმეტად კატეგორიული ნათქვამია. ნებისმიერი ხილი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ნამცხვარი ან შოკოლადი. ასე მარტივად არ გამორიცხოთ რაციონიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრ ფრუქტოზას შეიცავს. უბრალოდ ასეთი ხილის რაოდენობა შეზღუდეთ და ღამით არ შეჭამოთ.

ხილი, რომლითაც გადაძღომა არ ღირს:

  • ყურძენი
  • ფინიკი
  • მანგო
  • ბანანი
  • ხურმა
  • ბროწეული
  • საზამთრო

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჩირი. გახმობის შემდეგ მისი კალორიულობა ორმაგდება: 100 გ მანგოს ჩირი 314 კალორიას შეიცავს, ხოლო გარგარის ჩირი – 241 კალორიას. ეს დაახლოებითი რიცხვებია, რადგან კალორიების რაოდენობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ხილის გახმობის მეთოდზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ კვებას „დიეტურს“ ვერ ვუწოდებთ, ამიტომ ჩირი დიეტის დროს მენიუდან უნდა ამოიღოთ ან მცირე რაოდენობით მიირთვათ, კალორიების დღიური ლიმიტის ფარგლებში.

ჩირის კომპოტი გააკეთეთ, ასე მისი ენერგეტიკული ღირებულება შემცირდება.