კაცის ლოგიკა: რატომ ამბობს, რომ უყვარხართ, ხოლო კომპანიაში მექალთანესავით იქცევა

340

ქალებს შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც თავგზის დაბნევას, პარალიზებას იწვევს და ახსნას არ ექვემდებარება. კაცებიც არ ჩამორჩებიან და ზოგჯერ აკეთებენ ისეთ რამეს, რაც გვაშეშებს. როგორ ავხსნათ ჩვენი რჩეულის ქმედებები?

ფსიქოლოგებს და სექსოლოგებს დავუსვით კითხვები, რომელთაც ქალთა ფორუმებზე ხშირად სვამენ და ვთხოვეთ „ქალურ ენაზე“ ეთარგმნათ კაცების სიტყვები და ქცევები. აგიხსნით, რატომ იჩენს ზოგიერთი მამაკაცი ქალების კომპანიაში მოხვედრისას მათ მიმართ ზედმეტ ინტერესს და ავსებს კომპლიმენტებით იმის მიუხედავად, რომ თანამგზავრი ახლავს.

„ჩემი ქმარი კომპლიმენტებით ავსებს სხვა ქალებს, მაგალითად, კოლეგებს. არაფერი განსაკუთრებული, მაგალითად, „დღეს კარგად გამოიყურები, ძალიან ეფექტური ვარცხნილობაა“. ტყუილად განვიცდი?“ – კითხულობს ერთი ქალი ფორუმზე.

„ერთ ბიჭს შევუყვარდი. დიდხანს არ ვპასუხობდი. ახლა ვურთიერთობთ, მაგრამ მექალთანეა და თან როგორი. კომპანიაში ყველა ქალს კომპლიმენტს ეუბნება, საკმაოდ გულახდილს“ – წერს სხვა.

რა თქმა უნდა, სიტუაციის და დეტალების ცოდნის გარეშე რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ თეორიულად რამდენიმე მიზეზი არსებობს. ფსიქოლოგ მარინა ბიკოვის თქმით, ერთ–ერთი მიზეზი იმალება თვითშეფასებაში: ჩვეულებრივ, ასეთი ქცევა მამაკაცის დაბალ თვითშეფასებაზე საუბრობს. კაცს სურს, რომ უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდეს, ყველას ეარშიყებოდეს და ბევრ ქალს მოსწონდეს. რა თქმა უნდა, ამან უნდა გაგაფრთხილოთ. რამდენად მზად არის მომავალზე პასუხისმგებლობის აღებისთვის?

თუ ხალხში თქვენ მიმართ იცვლება. თუ მეგობრებს ზედმეტად გულახდილად ელაპარაკება: „როგორი სექსუალური ხარ“.

ან მიუთითებს თქვენს ნაკლოვანებებზე, როცა ვინმეს გადარებთ არა თქვენს სასარგებლოდ: „ხედავ, როგორი დაქალი გყავს, შენ რატომ აუშვი?“ შეგნებულად ან ქვეცნობიერად აჩვენებს, რომ ახლა სხვა ქალი უფრო აინტერესებს, ვიდრე თქვენ.

ექსპერტის თქმით, ფსიქიკურად სტაბილური, თავდაჯერებული ადამიანი საზოგადოებაში ასე მკვეთრად არ იცვლება. ანუ, ან წავიდეს და თავის კომპლექსებზე იმუშაოს, ან თავისუფლება მიეცით. ფსიქოტიპზე ბევრი რამ დამოკიდებულია. ერთი ადამიანი შეიძლება იყოს მანიპულატორი და ასე ქალში თვითდამკვიდრებას ცდილობდეს. მეორეს ნამდვილად უყვარს და ასე იქცევა, რომ რაღაც კომპლექსი დამალოს. ქალის ადგილზე ვეცდებოდი გამერკვია, რა ემართება, რატომ არის მისთვის მნიშვნელოვანი ასე მოქცევა, შევეკითხებოდი, რას გრძნობს და ვაღიარებდი, რომ არ მსიამოვნებს. შემდეგ უკვე დაგეხმარებათ ფსიქოლოგი, თუ ორივესთვის ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

ფსიქოლოგის თქმით, მამაკაცი თავისით თერაპიაზე იშვიათად მიდის. ვინაიდან ხშირად ისინი მანიპულატორები, მოძალადეები არიან. შიგნით ცივები არიან, სარგებლის მიღება უყვართ. ისე სურთ ცხოვრება, როგორც თავად სურთ, და პარტნიორს ყოველმხრივ თრგუნავენ. ფსიქოლოგთან არ მიდიან, რადგან იმთავითვე ყველაზე ჭკვიანები არიან.