ფსიქიატრი ალექსანდრე პოლიკარპოვი ამბობს, რომ ხანდაზმულ ასაკში სუნების ამოცნობის პრობლემები ჭკუასუსტობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება მოხდეს.
ფსიქიატრი ყნოსვის ხარისხსა და ტვინის ჯანმრთელობას შორის კავშირზე საუბრობს. მისი განცხადებით, ყნოსვის დაქვეითება დემენციის ერთ–ერთი ადრეული ნიშანი შეიძლება იყოს. ექიმი ეყრდნობა ცოტა ხნის წინ ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევამ აჩვენა, რომ ალცჰაიმერის დაავადების (დემენციის ყველაზე გავრცელებული სახე) განვითარებისკენ მიდრეკილ ადამიანებში ასაკის მატებასთან ერთად ყნოსვა უარესდება.
„აღმოჩნდა, რომ 69 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, რომელთაც აქვთ გენის ვარიანტი, რომელიც ალცჰაიმერის დაავადების უმაღლეს რისკს უკავშირდება, ყნოსვა საშუალოდ 37%–ით შემცირებული აქვთ“ – აზუსტებს ფსიქიატრი.
ფსიქიატრის თქმით, დემენციის განვითარების დროს, რომელიც შეიძლება იყოს თანდათანობითი და ნელი, თავის ტვინში სუნების ამოცნობაზე პასუხისმგებელი ცენტრები ზიანდება. ასეთი დაზიანება ტვინში მისთვის ტოქსიკური ცილების, ბეტა ამილოიდების დაგროვებით გამოწვეულია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.