დიეტოლოგი: კაკალი და სოკო უზმოზე საჭმელად სახიფათო პროდუქტებია

492

დიეტოლოგი ევგენი არზამასცევი ასახელებს პროდუქტებს, რომლებიც ცარიელ კუჭზე საჭმელად სახიფათოა.

ექიმი გვირჩევს, რომ თუ უზმოზე ძლიერი შიმშილის გრძნობა არ გვაწუხებს, მძიმე საკვები არ მივირთვათ. ამ შემთხვევაში სახიფათო პროდუქტებს შორის აღმოჩნდა კაკალი და სოკო. სპეციალისტი განმარტავს, რომ ორგანიზმს მათი მონელება გაუჭირდება.

ექიმმა უზმოზე საჭმელად სახიფათო პროდუქტებს შორის დაასახელა ისეთი საკვები, რომელიც ბევრ სანელებელს, ცხარე კომპონენტს შეიცავს.

„არ ღირს ცარიელ კუჭზე მიიღოთ სანელებლები, მაგალითად, გამხმარი ხორცი ბევრი ცხარე სანელებლით. კუჭის ლორწოვანზე ნეგატიურად აისახება, გააღიზიანებს“ – ამბობს დიეტოლოგი.

ექიმი გირჩევთ, ცარიელ კუჭზე „ყველაფერი ცხიმიანის, შემწვარის და ტკბილის“ ჭამას მოერიდოთ. იდეალურია, თუ ასეთ საკვებს ყოველდღიური რაციონიდან საერთოდ ამოიღებთ. დიეტოლოგი ამატებს, რომ უზმოზე ტკბილი პროდუქტების ჭამამ მოკლე დროში შეიძლება გამოიწვიოს ნახშირწყლების ცვლის პრობლემები და ჭარბი წონა.

ცარიელ კუჭზე ახალდაწურული წვენის და ალკოჰოლის დალევასაც უნდა მოერიდოთ. თუ ამ წესს უგულებელყოფთ, კუჭის ლორწოვანი შეიძლება დააზიანოთ და მიიღოთ გასტრიტი, გვაფრთხილებს ექსპერტი.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო  ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.