კარდიოლოგი ანა პანოვა საუბრობს ფეხის შეშუპებაზე, როგორც სახიფათო პათოლოგიის სიმპტომზე.
შეშუპებული ფეხები გავრცელებული პრობლემაა. კარდიოლოგი ანა პანოვა ამბობს, რომ ასეთი შეშუპება შეიძლება გამოწვეული იყოს მთელი რიგი მიზეზებით, ხანგრძლივი დღის შემდეგ ქსოვილებში სითხის შეკავებიდან სერიოზულ დაავადებამდე. ფეხის შეშუპების ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო მიზეზია ღრმა ვენების თრომბოზი, მდგომარეობა, რომლის დროსაც მენჯის, ბარძაყის ან წვივის სისხლძარღვებში სისხლის შედედება, თრომბი წარმოიქმნება.
„როცა ასეთი თრომბი ადგილს წყდება, ფილტვში შეიძლება მოხვდეს და მასში სისხლის მიწოდება დაბლოკოს. ეს იწვევს ფილტვის ემბოლიის განვითარებას, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო დარღვევა, ძალიან სერიოზული მდგომარეობაა“ – ამბობს ექიმი.
კიდურების შეშუპება შეიძლება იყოს გამოწვეული ვენური უკმარისობით, რომელიც ხასიათდება ვარიკოზული გაფართოებული ვენებით და ფეხებში სითხის დაგროვებით. გარდა ამისა, შეშუპებული ფეხების სახიფათო მიზეზები მოიცავს გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებებს.
„სხეულის ქსოვილებში სითხის დაგროვება შეიძლება იყოს სიგნალი, რომ მისი ორგანოები სათანადოდ ვერ მუშაობს“ – აცხადებს კარდიოლოგი.
ექიმის თქმით, ფეხის შეშუპება შეიძლება მიუთითებდეს შეგუბებული გულის და თირკმლის უკმარისობაზე, ასევე ღვიძლის უუნარობაზე, შეასრულოს ორგანიზმის მთავარი ფილტრის ფუნქცია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს. უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.