როცა ოცნების სახლზე ვფიქრობთ, ეს ძალიან ჰგავს ონლაინ გაცნობას. თითოეულ ჩვენგანს „საკუთარი ტიპი“ გვაქვს, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. შესაძლოა, ყოველთვის ორსართულიანი კერძო სახლები მოგწონთ ან გოთიკური სტილის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ.
როგორც აღმოჩნდა, სამყაროში შეიძლება იყოს რაღაც, რაც ჩვენს მიერ სახლის სტილის არჩევას განსაზღვრავს: ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი,
„ზოდიაქოს ნიშნები ამბობენ იმას შესახებ, თუ ადამიანს რა სიამოვნებს და როგორი სტილი უფრო შეესაბამება“ – ამბობს ამი ტრიპი, ასტროლოგი.
ვერძი
ტრიპი ამბობს, რომ ვერძის უსაზღვრო ენერგია და სწრაფი ცხოვრების სტილი – იდეალური კომბინაცია არის ერთსართულიანი რანჩოსთვის. „მათ კიბეებისა და დეკორაციებისთვის დრო არ აქვთ, მათ უბრალოდ სჭირდებათ ადგილი ხანგრძლივი, დაძაბული დღის შემდეგ“ – ამბობს ის.
ვერძი შეიძლება იყოს მოუხერხებელი, ამიტომ კიბის არ არსებობს – ეს კარგიც კი არის“ – დასძენს ასტროლოგი სიუზი კერი რაიტი. ვერძს მოუნდება ეს სახლი ისე გააფორმოს, რომ მის ენერგიას შეესაბამებოდეს. რანჩო კედლის თამამი ფერებით კარგად გამოიყურება.
კურო
რაიტი ამბობს, რომ კუროს ფუფუნება იზიდავს და უყვარს ინვესტირება იმაში, რაც შემდგომ ღირებულებით გაიზრდება. ვიქტორიანული სტილის სახლი (ან უბრალოდ „ანტიკურ“ სტილში) ამ ნიშნისთვის იდეალურია.
„კურო ისტორიული ობიექტების დეტალებით აღფრთოვანებული იქნება. გარდა ამისა, კუროს ვერ შეაშინებთ რემონტით, რომელიც შეიძლება სახლს დასჭირდეს, რომ სახლს ძველი დიდება დაუბრუნდეს“ – ამბობს აფინა პერაკისი, Sage Goddess-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ტყუპები
სახლი 50-იანი წლების მოდერნული სტილი – ტყუპებს ყველაზე მეტად შეესაბამება. რაც უფრო დიდი ღია სივრცეა, მინებით და სინათლით, მით უკეთესი მათთვის.
„მათ მღელვარე ბუნებას თავისუფალი სივრცე სჭირდება. გარდა ამისა, ბევრი მინა და ბუნებრივი სინათლე მათ საყვარელი ბუნებით ტკბობის საშუალებას აძლევს. აკვირდება იმას, თუ რა ხდება ქუჩაში“ – ამბობს ტრიპი.
კირჩხიბი
რაიტი კირჩიბს ახასიათებს როგორს მეოჯახე ნიშანს და ამიტომ სწორედ ამიტომ კირჩხიბი მყუდრო და კომფორტულ ორსართულიან სახლებზე გიჟდება.
„კირჩხიბი ერთგული, მომხიბლავი და ძლიერია, ამიტომ მათ სჭირდებათ ადგილი, რომელიც გარედან დაცული, შიგნიდან კი თბილი და მყუდრო იქნება. კირჩხიბი მეგობრული და მეოჯახე ადამიანი არის, ამიტომ მათ ლამაზი დიდი სამზარეულო სჭირდებათ, რომ სტუმრებს უმასპიძლონ“ – ამბობს რაკი.
ლომი
ძლიერ ლომს ასტროლოგები, როგორც „ჯუნგლების მეფეს“ ისე აღწერენ, ან ამ შემთხვევაში საკუთარი სახლის მეფედ. ეს ნიშანი სასახლის მსგავს სახლში თავს კომფორტულად იგრძნობს.
„მათ უყვართ, რომ სახლები გარედან და შიგნიდან ექსპონატის ნიმუში იყოს. მათ სტილს შეესაბამება სახლი, რომელიც კომფორტული ავეჯით, ბევრი ტყავით და დეკორაციებით არის სავსე“ – ამბობს ასტროლოგი.
ქალწული
ქალწული გულის სიღრმეში მინიმალისტი არის და ძვირადღირებულ სახლებზე ფულის დახარჯვა არ უყვარს. მისთვის ბუნგალოს მსგავსი სახლი იდეალურ ადგილს წარმოადგენს.
„ეს დეტალებზე ორიენტირებული ნიშანი დიდ სივრცეს არ მოითხოვს და ურჩევნია რომ სახლი პრაქტიკული, თანმიმდევრული და ორგანიზებული იყოს“ – ამბობს ტრიპი.
სასწორი
თუ თქვენ სასწორი ხართ – სავარაუდოდ ეძებთ ადგილს, სადაც შემოქმედებითი მხარის გამოხატვას შეძლებთ. ამ შემთხვევაში, თქვენ ფრანგული სტილის პროვინციალური სახლი შეგესაბამებათ.
„სასწორს უყვარს წვეულებები, ამიტომ უკანა ეზო და დიდი სივრცე გართობისა და შეკრებისთვის- სწორედ ისაა, რაც მათ ბედნიერს ხდის“ – ამბობს ტრიპი. სასწორი ჰაერის ნიშანი არის და მათ ბევრი სუფთა ჰაერი სჭირდებათ.
მორიელი
ხის კუთხოვანი ფორმის სახლი რთული ხასიათის მორიელისთვის იდეალურია.
„ასეთი სახლი ხშირად იზოლირებულია და სადღაც ტყეში ან მთაში დგას, რომ მათ იდუმალებით მოცულ ხასიათს, ზოგჯერ მარტოსულობას შეესაბამებოდეს“ – ამბობს ტრიპი.
როცა საქმე პირად ცხოვრებას ეხება, მათ განმარტოებული ადგილი სჭირდებათ, რომ გარე სამყაროდან დაისვენონ. მათ მოეწონებათ უბრალოდ და მყარი სახლები მაშინაც კი, თუ იქ მხოლოდ ერთი ოთახია.
მშვილდოსანი
მოგზაურობის მოყვარული მშვილდოსნისთვის ბინა კორპუსში ან პენტჰაუსი მეზობლებთან ერთად – თავისუფლების ბილეთს წარმოადგენს.
„მშვილდოსანი ძალიან დაკავებული არის, მისთვის ყველა მეზობლის გაცნობა და მათთან ურთიერთობის დამყარება აუცილებლობას არ წარმოადგენს“ – ამბობს რაიტი.
„ამ ნიშანს უყვარს მოგზაურობა და ბედნიერი იქნება, თუ ვინმე მის ბინას ყურადღებას მიაქცევს, სანამ თვითონ იმოგზაურებს“, ამატებს ექსპერტი.
თხის რქა
თხის რქას ტრადიცია უყვარს. მათ კოლონიური სტილის მყარი სახლები მოეწონებათ. „თხის რქა საკუთარი მიღწევებით ამაყობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან კონსერვატიულია“ – ამბობს რაიტი.
სახლის მფლობელობა მათთვის მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება. მათ მოკრძალებული სახლი ურჩევნიათ.
აი, აქ თხის რქა გამოირჩევა. „ის ხშირად მონაწილეობს სახლის დიზაინის გაფორმებაში, საკუთარ სტილს, თავის ანაბეჭდს ამატებს“ – ამბობს აფინა პერაკისი.
მერწყული
მერწყულს ახალი ტენდენციების ათვისება უყვარს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ულტრათანამედროვე და ფუტურისტულ სტილს აფასებს.
„თანამედროვე სახლი მის პროგრესულ ხასიათს ყველაზე მეტად შეესაბამება. როგორც ბუნებრივი მასალით დამზადებული ენერგოეფექტური სახლი, ეს ნიშანიც ყოველთვის ახალი და თანამედროვის ზღვარზე იმყოფება.
თევზები
„ხმელთაშუა ზღვის სტილის ფერადი, დეკორატიული დეტალები ამ შემოქმედებითი სულის ნიშანს ყველაზე უკეთ შეეფერება“ – ამბობს ტრიპი.
გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვისპირა სახლები ხშირად ლამაზი აუზით იყიდება, რაც იდეალურია, რადგან წყლის ნიშანი წყალთან ახლოს იქნება. თუმცა მხოლოდ ერთი სახლი თევზებისთვის საკმარისი არაა. მას მეორე სახლის შეძენის სურვილის ექნება, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.
„თევზი წყლის მოქმედების ნიშანია, ამიტომ მას რამდენიმე სახლის მფლობელობა მოსწონს. ეს შეიძლება იყოს სახლი ოკეანესთან ან სახლი მთებში“ – ამბობს ასტროლოგი.
თქვენ ასეთ დახასიათებას ეთანხმებით? რომელი სახლი მოგწონთ?