1 წლის წინ ეკლესიაში გამოჩნდა კაცი, რომელმაც სასულიერო პირს ღარიბებისთვის სადილის გადახდა შესთავაზა 

827

მშვენიერი სულის არის ადამიანი, რომელიც სიკეთეს პოპულარობის და მადლიერების მისაღებად არ სჩადის, არამედ სხვების დახმარება გულწრფელად სურს. თავისი კეთილი საქმეები საქვეყნოდ არ გამოაქვს, კამერაზე არ იღებს და ვიდეოს ინტერნეტში არ აქვეყნებს. ტელეფონით გადაღებული კეთილი საქმე მოჩვენებითია და არა სულის სწრაფვა!

ახლა მოდაშია ხალხის დახმარება, რომელთაც მატერიალური მხარდაჭერა სჭირდებათ, და ყველაფრის ვიდეოზე დაფიქსირება. კადრში ხშირად ხვდებიან მოხუცი ბებია–ბაბუა, ასევე ბავშვები. სოციალური ქსელები ასეთი გულის ამაჩუყებელი ვიდეოებით სავსეა. გსურთ თქვათ, რომ ამას ნამდვილად კეთილი გულით აკეთებენ და არა მეტი მიმდევრის მისაზიდად?!

მშვენიერი სულის ადამიანი

ჩემი ძველი მეგობარი კათოლიკურ ეკლესიაში დადის. ბევრი სასწავლო და საინტერესო რამ იცის ეკლესიის მსახურთა ცხოვრების შესახებ, ასევე მათზე, ვინც გაჭირვებულების დასახმარებლად მოდის. დაქალმა მიამბო ერთი ისტორია წრფელი და მშვენიერი სულის მქონე ადამიანზე. მისი ნებართვით ამ ამბავს გიზიარებთ.

გასულ წელს სასულიერო პირთან ერთ–ერთი მეცენატის წარმომადგენელი მივიდა და უთხრა, რომ ღარიბი და შშმ პირებისთვის ფულს რეგულარულად შეწირავდნენ. ეკლესიაში გაჭირვებულების სია შეადგინეს და მათთვის საჭმლის მომზადება დაიწყეს. ჯერ ამას კვირაში ერთხელ აკეთებენ, მაგრამ არსებობს იმედი, რომ დროთა განმავლობაში მათ გამოკვებას ყოველდღე შეძლებენ.

სასულიერო პირმა მიღებული სახსრებით ღარიბებისთვის სადილის პირდაპირ სახლში მიწოდება მოაწყო. როცა ძვირადღირებული კერძების პირველი პარტია დაარიგეს, საბრალო გაჭირვებულებმა იფიქრეს, რომ ვიღაცას მისამართი შეეშალა. დახმარებას გემრიელი საკვების სახით ცრემლიანი თვალებით იღებდნენ. ერთმა მოხუცმა ხელებიც დაუკოცნა მძღოლს, რომელმაც სადილის ყუთი მიუტანა.

ეკლესიამ საკვები პროდუქტების დამატებითი შესყიდვა უზრუნველყო და მათ ხარისხს მუდმივად აკონტროლებს. ახლა ეკლესიის სამზარეულოში სადილს რეგულარულად ამზადებენ. მენიუში შედის ისეთი კერძები, რომლის მიღებას შშმ პირები ფინანსური ან ფიზიკური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ.

მრევლი, რომელიც ეკლესიაში მისვლას ვერ ახერხებს, უყურადღებოდ არ რჩება: ეკლესიის მსახურები სახლში მიდიან, რომ ერთად ილოცონ და აღსარებას მოუსმინონ. ბრძნული დარიგებებით და ღვთის სიტყვით მათ სულს კურნავენ. ადამიანს ხომ ფიზიოლოგიური დანაყრების გარდა სულიერი ურთიერთობა სჭირდება.

კეთილ საქმეებს აფიშირება არ სჭირდება

ვერ იპოვით ინტერნეტში ვიდეოს, რომელზეც ნაჩვენებია პროდუქტების ყიდვა, საჭმლის მომზადების პროცესი და სადილის გაჭირვებულების სახლში მიწოდება. საქველმოქმედო საქმიანობას კამერაზე არავინ იღებს, რომ საზოგადოებას აჩვენოს.

ამ დახმარების შესახებ ყველა კუთხეში არ გაყვირიან. ხალხი კეთილ საქმეს ერთად აკეთებს და სხვების მოწონებას არ ელის. შექებას და საქვეყნო დიდებას არ ელოდებიან, ნამდვილად კეთილ ადამიანებს რეკლამა არ სჭირდებათ.

მადლიერი მოქალაქეები ქველმოქმედის ვინაობით დაინტერესდნენ, მაგრამ სასულიერო პირს მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება არ შეეძლო. თავად არ იცოდა, ვინ გასცემდა ფულს. დიდი გულის ადამიანმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა. სასულიერო პირს მხოლოდ მისი წარმომადგენელი დაუკავშირდა. მისი სახელის არ ცოდნა ხელს არ უშლით, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ილოცონ. ეკლესიაში ყოველდღე იხსენებენ მას კეთილი სიტყვით და უფალს სთხოვენ, რომ ასეთი კარგი ხალხი უფრო ხშირად შეხვდეთ.

დღემდე უცნობია, ვინ ეხმარება გაჭირვებულებს. უცნობია ისიც, კაცია თუ ქალი. იციან მხოლოდ, რომ მშვენიერი სულის ადამიანია!