ტესტი პიროვნების ძლიერი მხარის გამოსავლენად. რა სიგრძისაა თქვენი ნეკა თითი?

3049

ხელებზე თითების სიგრძე არა მხოლოდ ფიზიკურ მახასიათებლებზე საუბრობს, ასევე ადამიანის ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე მიგვანიშნებს. თითების სიგრძით პიროვნების ძლიერი მხარის განსაზღვრა შესაძლებელია. ფსიქოლოგებმა ასეთი დაკვირვების სანდოობა მრავალი კვლევის ჩატარებით დაადასტურეს.

გსურთ გაიგოთ თქვენი პიროვნების ტიპი? მაშინ გაიარეთ სწრაფი ტესტი, რომელიც თქვენს ძლიერ მხარეს გამოავლენს. შეხედეთ სურათს. რომელზე სამი ხელია გამოსახული. რომელი სურათი უფრო ჰგავს თქვენს ნეკა თითს და მის სიგრძეს? ნომერი დაიმახსოვრეთ და ტესტის გაშიფვრაზე გადადით.

ტესტის შედეგები პიროვნების ძლიერი მხარის გამოსავლენად

სიგრძე №1

ნეკა თითი, რომელიც ერთი ფალანგით უფრო მოკლეა, ვიდრე არათითი, მიუთითებს, რომ ძალიან ორგანიზებული ადამიანი ხართ. მოგწონთ დისციპლინირებული ხალხი, რომლებმაც იციან, რა სურთ. ცდილობთ, შემოიკრიბოთ თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც დასახულ მიზნებს ადვილად და მარტივად მიაღწევთ. ხართ დადებითი ენერგიის წყარო, რომელიც სხვებს მაგნიტივით იზიდავს.

იმის მიუხედავად, რომ გუნდში მუშაობა არ გიჭირთ, თქვენთვის პროცესის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია. სხვებს ვერ ენდობით. თქვენთვის აუცილებელია, რომ ყველაფერი აკონტროლოთ. მხოლოდ ასე კარგ შედეგში იქნებით დარწმუნებული.

სიგრძე №2

თუ თქვენი ნეკა თითის სიგრძე მეორე სურათს შეესაბამება, გაქვთ შემოქმედებითი უნარები, რომელიც უნდა განავითაროთ. მხოლოდ ამ სფეროში შეძლებთ ჭეშმარიტი სიამოვნების მიღებას ყველა დასრულებული პროექტიდან. მნიშვნელობა არ აქვს, ჰობია ეს თუ ძირითადი საქმე, მთავარია, შემოქმედებაზე ხელი არ აიღოთ. ამ სფეროში დიდი წარმატება გელით.

შეგიმჩნევიათ, რა ძლიერ გავლენას ახდენთ სხვებზე? საქმე იმაშია, რომ წარმოუდგენლად გაგიმართლათ. ბუნებამ დარწმუნების უნარით დაგაჯილდოვათ. სწორედ ამიტომ, უნარი გაქვთ, სხვებს სწრაფად ასწავლოთ. მათ საკუთარი თავის რწმენაში ეხმარებით.

სიგრძე №3

დიდი თანამგრძნობი ხართ. დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებთ იგრძნოთ, რას განიცდის ადამიანი ამ მომენტში. ყოველთვის იცით, რა სიტყვა შეარჩიოთ, რომ სხვები გაამხნევოთ ან ანუგეშოთ. თქვენი წყალობით ხალხი თავს უკეთ გრძნობს.

ძალიან გულახდილი ხართ. თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოთ ნამდვილი ემოციები და რაიმე ნიღბის ქვეშ არ დამალოთ. ფიქრობთ, სიყვარულის ახსნაზე უფრო მარტივი არაფერია. საკუთარი გრძნობების არ გრცხვენიათ. თქვენთვის ბუნებრივია სიყვარულის გამოხატვა, სხვისთვის ჩვენება, თუ რამდენად ძვირფასია თქვენთვის.

ამ მარტივი ტესტის დახმარებით გაიგებთ როგორც თქვენს ძლიერ მხარეზე, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ, ასევე სხვების პოზიტიურ თვისებებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს