თუ თქვენ განიცდით მუხლებისა და ფეხების გაუსაძლის ტკივილს, ჩაიტარეთ ფიზიკური თერაპია.
სცადეთ ეს ექვსი მარტივი ვარჯიში და დააღწიეთ თავი გაუსაძლის ტკივილს.
მუხლსა და ფეხების ტკივილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ფაქტობრივად, მუხლების ტკივილი ყველა ასაკის პაციენტში გვხვდება.
ტკივილი და დისკომფორტი ჩვეულებრივ რაიმე სახის ტრავმითაა გამოწვეულია. თუმცა, ტკივილი შეიძლება დაკავშრებული იყოს ინფექციებთან.
მაგრამ არ ინერვიულოთ, არსებობს მარტივი გზები, რომ ბინიდან გაუსვლელად ტკივილს გაუმკლავდეთ.
1. აიღეთ ჩოგბურთის ბურთი
შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი ჩოგბურთის ბურთი. ამის გაკეთება მარტივია. უნდა იჯდეთ სკამზე, ბურთი მოათავსეთ იატაკზე და დაადგით ფეხი. ფეხით ამოძრავეთ ბურთი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. გაიმეორეთ იგივე მეორე ფეხით.
2. გამოიყენეთ თითები
ფეხის გაძლიერების ერთ-ერთი საშუალება მათი გავარჯიშებაა. თითების მოძრაობა საჭირო ბალანსს უზრუნველყოფს.
იმისათვის, რომ არ განიცადით ტკივილი, საჭიროა ვისწავლოთ მისი მართა.
სცადეთ თითების გადაადგილება თქვენი ბალანსის და კუთების გასაძლიერებლად.
3. შეასრულეთ წრიული მოძრაობები
იმისათვის, რომ მუხლები გააძლიეროთ, აუცილებელია გაათავისუფლოთ ის ზეწოლისგან. ამ ვარჯიშის გაკეთება აუცილებელია ყოველდღიურად.
დადგით ფეხი სწორად ისე, რომ თითები მიმართული იყოს ჭერისკენ. ნელა და ნაზად გააკეთეთ წრიული მოძრაობები, დაახლოებით 10-20 წრე. ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ პირიქით.
4. საკუთარ თავში აღმოაჩინეთ ბალერინა
ფეხის წვერებზე სიარულმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ფეხების გაძლიერებას. ამ მარტივი მეთოდის გამოყენება საკუთარ სახლში შეგიძლიათ. ფეხის წვერებზე გადაადგილდით სახლში მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
5. სავარჯიშოდ გამოიყენეთ სავარძელი
ამ მარტივ ვარჯიშებს სასწაულების მოხდება შეუძლიათ. გააკეთეთ ისე, როგორც სურათზეა მოცემული. ასწიეთ ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე ფეხი. გააკეთეთ 14-ჯერ და შემდეგ ფეხი შეცვალეთ.
6. წინააღმდეგობა!
წინააღმდეგობა არის ძალიან ეფექტური გზა ძალისხმევის გარეშე ფეხების კუნთების გასაძლიერებლად.
რეზინის მარყუჟები და ლენტები შეგიძლიათ სპორტულ მაღაზიებში შეიძინოთ. მათი გამოყენება გაგიძლიერებთ ფეხებს და მუხლებს.
ტკივილები მოკლე დროში გაგიქრებათ. ეს ვარჯიშები რეგულარულად უნდა აკეთოთ იმისათვის, რომ ჯანსაღი მუხლები და ფეხები შეინარჩუნოთ