ორმაგი ნიკაპი ქალებში ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. შეწყვიტეთ ამის მოთმენა. დროა, კუნთების ვარჯიში დაიწყოთ.
ორმაგი ნიკაპი ხშირად ხდება იმედგაცრუების მიზეზი მორიგი სელფის გადაღების შემდეგ. თითქოს კატასტროფული პრობლემა არაა, მაგრამ ბევრ ქალს განწყობას ნამდვილად უფუჭებს. კარგი ამბავი გვაქვს, ამის გამოსწორება შეიძლება!
ორმაგი ნიკაპის გაჩენის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მაგალითად, სწრაფად დაკლება, ჭარბი წონა, არასწორი პოზა, მემკვიდრეობა, კუნთების ასაკობრივი ცვლილებები, კოლაგენის დაკარგვა და ჰორმონალური დარღვევები. რა თქმა უნდა, სპეციალისტი ყოველთვის გირჩევთ, თქვენს ორგანიზმს მოუსმინოთ, რომ გარეგნული ნაკლოვანებები გამოასწოროთ. არსებობს რამდენიმე ეფექტური ვარჯიში, რომელიც არასასურველ ორმაგ ნიკაპს მოგაშორებთ.
ორმაგი ნიკაპის გასაქრობად სპეციალური მოწყობილობების გამოყენება საჭირო არაა. მხოლოდ დრო და სურვილი საკმარისია. ვარჯიშები თქვენთვის მოსახერხებელ დროს შეასრულეთ, მაგრამ დღეში ერთხელ მაინც 5-10 წუთის განმავლობაში:
- ენა გამოყავით და სცადეთ, ცხვირის წვერს შეეხოთ. რაც შეიძლება მეტად გაწელეთ, მაგრამ ტუჩები მოდუნებული უნდა იყოს. ასე ენისქვეშა კუნთებს გააძლიერებთ.
- „ღიმილი საიდუმლოებით“: კბილები და ტუჩები ერთმანეთს დააჭირეთ, ფართოდ გაიღიმეთ. ამავდროულად, ენის წვერი სასას მიადეთ და ზემოთ დააჭირეთ. ძლიერ დააჭირეთ, რომ ნიკაპის და კისრის კუნთების დაჭიმვა იგრძნოთ.
- გაავარჯიშეთ პლატიზმა, ქვედა ყბის და კისრის მთავარი კუნთი, რომლის შესუსტება ნიკაპის ქვეშ კანის ჩამოწელას იწვევს. დადექით სწორად, ტუჩებით ისე გააკეთეთ, თითქოს რაღაცით უკმაყოფილო ხართ. ტუჩების კუთხეები ქვემოთ მიდის, ხოლო კისრის და ყბის კუნთები იჭიმება. ამ დაჭიმულობაში 10 წამი გაჩერდით, შემდეგ მოდუნდით. 10–ჯერ გაიმეორეთ.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გარდა, მეორე ნიკაპის გაჩენას რამდენიმე სხვა მიზეზიც იწვევს. დაიმახსოვრეთ, რომ მომავალში ცუდი ჩვევები მოიშოროთ:
- ძილი მოუხერხებელ ბალიშზე, ძალიან რბილ ან არასწორ ლეიბზე. ასევე ძილი პატარა საწოლზე კუნთებს ღამით დასვენებაში ხელს უშლის. ეს სპაზმებს იწვევს.
- კისრის დაჭიმვა სპორტის დროს. თუ თქვენი მიზანი პლატიზმა არაა, აკონტროლეთ, როგორ გრძნობს თავს სახის და კისრის კუნთები. მათი გადატვირთვა არ ღირს. ესეც სპაზმებს იწვევს.
- თავის დახრა. ჩვენ, ყველა მუდმივად სმარტფონში ან პლანშეტში თავდახრილი ვიყურებით. საკუთარ თავს ყურადღება მიაქციეთ, როცა გაჯეტებს იყენებთ. თავი გამართული უნდა გქონდეთ.