
ჩემმა მშობლებმა ურთიერთობა 90-იან წლებში დაიწყეს. როცა დედამ მამას უთხრა, რომ ორსულად იყო, მან აბორტის გაკეთება შესთავაზა, რადგან საცოლე ჰყავდა. საბოლოოდ, ჩემს დაბადებამდე 4 თვით ადრე მამა სხვა ქალზე დაქორწინდა. 4 წლის შემდეგ ცოლს გაშორდა, დედასთან დაბრუნდა და უთხრა, რომ ოჯახი სურდა. დედამ დაუჯერა და მიიღო. მამამ თავისი გვარი მომცა. თუმცა, როგორც ჩანს, ადამიანები არ იცვლებიან. მოგვიანებით დედის ცემა დაიწყო და მანაც სამუდამოდ მიატოვა.
მამა სხვა ქალაქში გადავიდა, იქ გაიცნო ვიღაც ქალი, რომელმაც ქალიშვილი გაუჩინა. ჩვენს შორის 13 წელი სხვაობაა. მამა არ მირეკავს, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ, მატერიალურად და მორალურად არასდროს მეხმარებოდა, თუმცა იმ ქალიშვილზე დაბადების მომენტიდან ზრუნავს. დედას მამის მშობლები ცოტათი ეხმარებოდნენ.
როცა 19 წლის ვიყავი, ბებია–ბაბუამ (მამაჩემის მშობლებმა) მათთან გადასვლა შემომთავაზეს. დავთანხმდი. 1 წლის შემდეგ მამამ სამსახური დაკარგა და ცოლმა სახლიდან გააგდო. დაბრუნდა მშობლებთან, სადაც მეც ვცხოვრობდი. ვახტური მეთოდით ახალი სამსახური იპოვა, მაგრამ მთელ ხელფასს იმ ცოლს და ქალიშვილს უგზავნიდა. ისინი თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ. ურთიერთობდნენ, ზოგჯერ ჩამოდიოდნენ, მეგობრულ კავშირს ინარჩუნებდნენ იმის მიუხედავად, რომ ცოლმა გააგდო, ხოლო ქალიშვილი აშანტაჟებდა იმით, რომ თუ ფულს არ გაუგზავნიდა, მასთან ურთიერთობას შეწყვეტდა.
მათი „მშვენიერი“ მეგობრობის პარალელურად მამა სახლში მთვრალი მოდიოდა. ამ საშინელ პერიოდში მამცირებდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, სახლიდან მაგდებდა. ასეთი ცხოვრებიდან 3 წლის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა. მამა ერთი თვით ადრე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მორიგი გულაობის შემდეგ დაბრმავდა. საერთოდ. ინვალიდი გახდა. გამოწერიდან 1 კვირაში სპირტიანი მოითხოვა. ყვიროდა, იმუქრებოდა, ჩემი ოთახის კარს ანგრევდა. ბებია მის ნებას დაჰყვებოდა, აკეთებდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა, ოღონდ მისთვის თავი დაენებებინა.
როგორც კი მამა უმუშევარი გახდა, შემდეგ კი დაბრმავდა, მათ დარეკვა შეწყვიტეს. შემდეგ ინვალიდობის გამო კარგი პენსია დაუნიშნეს და მათთვის ფულის გაგზავნა ისევ დაიწყო. მთელ პენსიას უგზავნიდა. მათ ისევ დარეკვა დაიწყეს, მაგრამ არ ჩამოდიოდნენ. პირველად მისი დაბრმავებიდან 2 წლის შემდეგ ინახულეს. უმცროსმა ქალიშვილმა თქვა, რომ არ სურს შეეხოს, რადგან მისთვის ამაზრზენი იყო.
4 წლის წინ ვეღარ გავუძელი და გადავედი. 170 სმ სიმაღლის ვარ და 44 კგ–ს ვიწონიდი. ამ 4 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა: შესანიშნავ ბიჭს ცოლად გავყევი, ყველაფერი კარგად გვაქვს. მოულოდნელად ბებია „მახარებს“ ახალ ამბავს, რომ ანდერძს აკეთებს, სადაც უთითებს, რომ სახლი, რომელშიც ცხოვრობენ, შუაზე გაიყოფა: ერთი ნაწილი მამას, მეორე – მე. ეს ყველაფერი არა კარგი ზრახვით. ბებია ასე აკეთებს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მამაზე ვიზრუნო.
მაკანკალებს ფიქრისგან, რომ იმ სახლში დაბრუნება და მასზე ზრუნვა მომიწევს. არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ჩემს ოჯახზე ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილი ცოლი და უმცროსი ქალიშვილი იტყვის, რომ მასზე არ იზრუნებენ, მამაც არ ისურვებს. იცის, რომ უარს იტყვიან, მაგრამ არის კიდევ სულელი, რომელზეც ყველაფრის აკიდება შეიძლება. ეს მე ვარ. კანონითაც დამაშინა, რომ არსებობს რაღაც მუხლი, რომელიც შვილებს მშობლებზე ზრუნვას ავალდებულებს. ალიმენტი ჩემთვის არასდროს გადაუხდია, იმ ქალიშვილს კი ოფიციალურად უხდის, მაგრამ ჯერ კიდევ არასრულწლოვანია. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.