ყოფილი ქმარი შვილთან ურთიერთობის საშუალებას არ მაძლევს და მშობლის  უფლების ჩამორთმევა სურს

418

5 წლის წინ მეუღლეს დავშორდი, მაშინ ვაჟი 3 წლის იყო. დედაჩემთან ვცხოვრობდით, ალიმენტს თეთრებს ვიღებდი. ვმუშაობდი, ამიტომ არ ვშიმშილობდით. გასული წლის გაზაფხულზე ავტოავარიაში მოვყევი. თავად არ ვმართავდი. ვიცი, სულელურად მოვიქეცი, რომ ღვედი არ გავიკეთე. ახლა შეიძლება ვეღარასდროს გავიარო. ყოფილმა ქმარმა ვაჟი მაშინვე წაიყვანა, დედა ნერვიულობის გამო მძიმედ დაავადდა. მეურვეობა ვერ ავიღე, შვილის საცხოვრებელი ადგილი ყოფილ ქმართან განსაზღვრეს. ახლა თავის ახალ ცოლთან ერთად ცდილობს მშობლის უფლება ჩამომართვას.

შვილს ვერ ვნახულობ, ყოფილ ქმარს არ მოჰყავს, თავად სახლიდან ვერ გავდივარ, ბინაში ლიფტი არ გვაქვს, დედა ვერ ამწევს. სასამართლოს გზით ვცადე, მაგრამ ჯანდაბაში გამიშვეს. კანონი არ არსებობს, რომელიც ყოფილ ქმარს შვილის მოყვანას ავალდებულებს. თავს იმართლებს: თითქოს, თუ ურთიერთობა უნდა, მოვიდეს, ხომ არ ვუკრძალავ.

დამხმარე არავინ მყავს, დედა ვერ ამწევს. მყავს ძმა, რომელსაც ვძულვარ. განქორწინების შემდეგ ჩემში მის ყოფილ ცოლთან მსგავსება დაინახა, თან ქალაქში თითქმის არასდროსაა, ჯარში მსახურობს. არ ვიცი, რა გავაკეთო. ჩემსა და ჩემი ყოფილი ქმრის სახლს შორის დაახლოებით 60 კმ–ია, სპეციალური ტაქსი შშმ პირებისთვის ძალიან ძვირია. ერთხელ წასვლაზე ნახევარი პენსია იხარჯება.

ახლა შვილს ჩემს წინააღმდეგ განაწყობს, ტელეფონით შემოიფარგლება მხოლოდ ზოგადი ფრაზებით: კარგად, ნორმალურად, ორიანი არ მაქვს. ურთიერთობა მიჭირს. თავად არასდროს მირეკავს. ორგანიზაციები მხრებს იჩეჩავენ და ამბობენ: ყოფილ ქმართან ურთიერთობის გაფუჭება არ ღირდა, შშმ დედისა და ავადმყოფი ბებიის პირობებში ბავშვს არავინ მოგცემს, თუ მამასთან პრეტენზია არ არსებობს. ყოფილ ქმარს ვერ ავალდებულებენ, რომ შვილი სანახავად მომიყვანოს. კანონი არაა.

სოციალური მუშაკი დაგვიწესეს, მაგრამ არა ისე, რომ ნახევარი დღე ეყოს ბავშვის მოსაყვანად, პროდუქტების მოსატანად და დასალაგებლად. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი გზა სამი საათია გადაჯდომებით და საცობებით.

ვიცი, რომ ყოფილი ქმარი ჩემზე ნაწყენია. როცა ალიმენტს 500 ლარს ველოდი და ბოლოს 100 ლარი მივიღე, ბავშვის ნახვის უფლება არ მივეცი. დიახ, იმედი მქონდა, რომ ისევ გავთხოვდებოდი, ახალი მამა გამოჩნდებოდა. ვიფიქრე, ყოფილი ქმარი გაერთობოდა და შვილს დაივიწყებდა. ახლა ასე გადაწყვიტა შურისძიება.