უბრალოდ რუმიანა, მაგრამ როგორ აახალგაზრდავებს. წერტილი ლიფტინგის ეფექტისთვის 50 წლის შემდეგ

603

დღეს Vivien დეტალურად გიამბობთ რუმიანას შესახებ, ოღონდ არა პროდუქტზე, არამედ როგორ წაისვათ სწორად. თუ სახეზე რუმიანას წასასმელად სწორ წერტილს იპოვით, ვიზუალური დაბერებისგან თავს დაიცავთ, კერძოდ:

  • ცხვირ–ტუჩის ნაოჭებს ხაზს არ გაუსვამთ.
  • სახის შუა ნაწილის რბილ ქსოვილებს ვიზუალურად ქვემოთ არ ჩამოწევთ.

რაც მთავარია, რუმიანას სწორი წასმის წყალობით უფრო ახალგაზრდულ იერს მიიღებთ.

მნიშვნელოვანია! რუმიანას წასასმელად არ გამოიყენოთ ძალიან ფართო ფუნჯი, რომლითაც სახეს იპუდრავთ, რადგან ასე ლიფტინგის ეფექტის მიღება გაგიჭირდებათ.

ბევრი რუმიანას წასმას ასეა მიჩვეული: იღიმება და ლოყების ყველაზე ამობურცულ ნაწილებზე რუმიანას ისვამს. ზუსტად აქ:

ასე ვიღებთ, რომ როცა ქალი აღარ ღიმის, ეს „ვაშლები“ ქვემოთ ჩადის. წასმული რუმიანა საჭიროზე ქვემოთ ჩადის. გარდა ამისა, თუ რუმიანას წასასმელ ადგილს არასწორად შეარჩევთ, ცხვირ–ტუჩის ნაოჭებს ხაზს გაუსვამთ. სქემატურად გაჩვენებთ, როგორ იპოვოთ სწორი წერტილი რუმიანას წასასმელად:

  1. ცხვირის კიდეს დაახლოებით 1,5-2 სმ–ით დაცილდით.
  2. ვიზუალურად ცხვირის ქვედა ნაწილის გასწვრივ ჰორიზონტალური ხაზი გაავლეთ.

მთავარ ფოტოზე ნაჩვენებია, როგორ იპოვოთ ეს წერტილი – ადგილი, რომელსაც ფუნჯი რუმიანათი ეხება. ყურადღება მიაქციეთ, სახის მარცხენა მხარეს ლოყის მცირე ნაწილი გამოყოფილია. ეს სასურველი წერტილია.

გამოყოფილ ადგილზე რუმიან წაისვით. ქვედა ნაწილიდან საფეთქლისკენ მიმართულებით.

თუ რუმიანას ცხვირთან ძალიან ახლოს წაისვამთ, ცხვირ–ტუჩის ნაოჭებს ხაზს გაუსვამთ, თუ ცხვირის ხაზის ქვემოთ, ლოყებს ვიზუალურად ქვემოთ დაწევთ.

ამავდროულად, გახსოვდეთ, რომ ყველა სახის ნაკვთები განსხვავებულია. მაგალითად, ცხვირი ძალიან ფართო, ხოლო სახე ძალიან ვიწრო შეიძლება იყოს. თუ რუმიანას ამ მეთოდით წაისვამთ, ყურების გაწითლება მოგიწევთ. ჩვენ მხოლოდ ზოგად რეკომენდაციებს ვიძლევით, რჩევები თქვენი სახის ნაკვთებს უნდა მოარგოთ.

დაიმახსოვრეთ: ასაკის მატებასთან ერთად ლოყები ქვემოთ იწელება, ცხვირ–ტუჩის ნაოჭები ჩნდება. რუმიანა შექმნილია იმისთვის, რომ ყურადღება მიაქციოს იმ წერტილებს, რომლებზეც ისმება. წაისვით ცხვირ–ტუჩის ნაოჭებზე? ყურადღებას მიიქცევთ ცხვირ–ტუჩის ნაოჭებზე! ვფიქრობთ, პრინციპი გასაგებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს