როცა ტაფაზე ნამწვი ჩნდება, სარეცხი საპნით ვხეხავ. აი, რატომ უნდა გააკეთოთ ასე

2083

დღეს Vivien გიზიარებთ საინტერესო და უცნაურ მეთოდს, როგორ გაწმინდოთ ტაფა ნამწვისგან. მეთოდი მარტივი და ეფექტურია. პირველივე პროცედურის შემდეგ შედეგს დაინახავთ.

ტაფაზე სარეცხი საპონი უნდა შეწვათ. სწორედ ასე იქცევიან ბრძენი დიასახლისები. დაინტერესდით? გიამბობთ, რატომ უნდა გააკეთოთ თქვენც ასე.

დროთა განმავლობაში ტაფაზე ნამწვის ფენა გროვდება. ხშირად კერძის მომზადებისას საჭმლის ნაწილი იწვის.

ამ ნამწვის მოშორება შეუძლებელია არა თუ ღრუბლის გამოყენებით, არამედ რკინის სახეხითაც. ზოგადად, რკინის სახეხის გამოყენების იდეა კარგი არაა, რადგან ტაფის ზედაპირის სერიოზულად დაზიანების რისკი არსებობს.

ყველაფერი გაცილებით ადვილია. უბრალოდ აიღეთ სარეცხი საპონი და ცოტა წყალი.

პირველ რიგში, საპონი პირდაპირ ტაფას შეახეხეთ. საპნის ბურბუშელებმა მთელი ტაფა უნდა დაფაროს, მაგრამ ძალიან სქელი ფენაც არ უნდა გამოვიდეს. შემდეგ საპონს წყალი დაასხით.

ყურადღება მიაქციეთ! წყალი ზუსტად იმდენი უნდა იყოს, რომ საპნის ბურბუშელებს მხოლოდ ფარავდეს.

ტაფა ქურაზე დადეთ. საშუალო ალზე ტაფა გააცხელეთ მანამ, სანამ საპონი და წყალი არ შეერევა და ერთიან მასას არ შექმნის. ამას დაახლოებით 5-10 წუთი სჭირდება.

სანამ საპონი იწვის, ღრუბელი სითხეში დაასველეთ და საშუალება ტაფის გვერდებს წაუსვით. გვერდებიც უნდა დაამუშაოთ.

მნიშვნელოვანია! ფრთხილად იმოქმედეთ, რომ არ დაიწვათ.

მას შემდეგ, რაც საპონი შეიწვება, ქურა გამორთეთ, ხოლო ტაფა ნიჟარაში გადაიტანეთ. სანამ ტაფა ცხელია, გაწმინდეთ.

ღრუბლით გაწმინდეთ, წყალი გადაავლეთ და შედეგი შეაფასეთ. ჩვეულებრივ, ერთხელ ასეთი დამუშავება საკმარისია, რომ ტაფას მთელი ნამწვი მოშორდეს.