სასწორი სულიერ ბალანსს იპოვის, თევზები წარმატებას კუდით დაიჭერს: 7-13 აგვისტოს ჰოროსკოპი

414

ასტროლოგი გალინა იანკო გიამბობთ, როგორ გაატაროთ უახლოესი რამდენიმე დღე წარმატების მოსაზიდად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

აგვისტოს დასაწყისიდან მთვარე ნელა და დარწმუნებით თევზების ნიშნისკენ მოძრაობს. 30 აგვისტოს ამ ზაფხულის ბოლო სუპერმთვარეობა მოხდება, რომელიც ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს განსაზღვრავს. ამ მოვლენებმა თქვენზე დადებითად რომ იმოქმედოს, ზაფხულის მესამე თვეს ემოციები აკონტროლეთ. ასტროლოგი გვიმხელს, როგორ უნდა მოიქცეს ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი. უახლოესი 7 დღისთვის სასარგებლო რჩევებს გვაძლევს.

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ვერძმა სამუშაოს შესრულებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ პრობლემები არ შეექმნას. თითოეული გადაწყვეტილება აუჩქარებლად და გააზრებულად მიიღეთ. კვირის ბოლოს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მოულოდნელად გამოჩნდება. ძველი მეგობარი თქვენს ფინანსურ კეთილდღეობას ხელს შეუწყობს.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კურო დროა დაფიქრდეს შვებულებაზე, რომელიც გადაღლილობის და კარიერაში სამწუხარო შეცდომების თავიდან აცილებაში დაეხმარება. თუ გსურთ, პროდუქტიული და ღირებული თანამშრომელი იყოთ, ამ კვირაში დასვენება დაგეგმეთ. პირად ცხოვრებაში პარტნიორს დაეხმარეთ და თუ შესაძლებელია, ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად მცირე დათმობაზე წადით.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

კვირის დასაწყისში ძლიერ შემოქმედებით იმპულსებს და მოქმედების სურვილს იგრძნობთ. გააკეთეთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდით და დიდ წარმატებას მიაღწევთ. წარმოქმნილი ენერგია არა მხოლოდ კარიერაში, არამედ პირად ურთიერთობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ინიციატივა ხელში აიღეთ და თქვენთვის საინტერესო ადამიანი პაემანზე დაპატიჟეთ.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

კვირის პირველ ნახევარში წარსულის შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. ამჯერად მაქსიმალური სერიოზულობა და სიბრძნე უნდა გამოავლინოთ. ძველი საქმის გადაკეთება ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ სამომავლოდ სასარგებლო გაკვეთილი იქნება. შაბათ–კვირას სახლში დარჩენას გირჩევთ, რომ მიხედოთ მცირე საოჯახო საქმეებს, რომლებიც თქვენს ყურადღებას მოითხოვს.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

მიმდინარე კვირას ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ბიუჯეტის უფრო გონივრულად გამოყენებაზე უნდა დაფიქრდეთ და დაუშვებელ ფუფუნებაზე უარი თქვათ. მხოლოდ ზოგიერთი ჩვევის გადახედვით მიხვდებით, რამდენ ფულს ხარჯავთ. მიღებული ჭეშმარიტება მომავალ დასვენებაზე კონცენტრირებაში და მეტი ფინანსების გადადებაში დაგეხმარებათ.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

კვირის დასაწყისში სანუკვარი მიზნის მისაღწევად მთელი ძალის მობილიზებას შეძლებთ. მარშით სვლისთვის მოემზადეთ, რომლის გადალახვის შემდეგ ფინიშს სწრაფად მიუახლოვდებით. ახლა თქვენი მთელი ყურადღება კონკრეტული ამოცანისკენ მიმართულია, მაგრამ ცხოვრების სასიამოვნო და მსუბუქ მომენტებზე უარი არ უნდა თქვათ. თავისუფალი დრო მეგობრებთან ურთიერთობას ან სტუმრად წასვლას დაუთმეთ.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

ამ დროისთვის სასწორი სამსახურსა და ოჯახს შორის ბალანსს ეძებს. ასე გააგრძელეთ და აუცილებლად იპოვით გამოსავალს, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს. შუა კვირაში ემოციურად რთული პერიოდი შეიძლება გქონდეთ. ორგაზნიმი ფიზიკური აქტივობით არ გადატვირთოთ და თქვენთვის უსიამოვნო ხალხთან ურთიერთობაზე უარი თქვით.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

ამ კვირაში ცოტა ნერვიულობა მოგიწევთ. ყველაფერი იმიტომ, რომ ზოგიერთი მოვლენა თქვენს კონტროლს გასცდება. მათი კურსის შეცვლა ან მომავალი განვითარების გამოცნობა არ სცადოთ. უბრალოდ უფრო ცივსისხლიანი და მშვიდი დარჩით. კვირის ბოლოს ორომტრიალი მკვეთრად შეწყდება და ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდებით.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ამ კვირაში უნებლიეთ ოჯახურ კონფლიქტში იქნებით ჩართული. ასეა თუ ისე, პირადი აზრის გამოთქმა და ერთ–ერთი მხარის დაჭერა მოგიწევთ. მომხდარზე ძალიან არ იდარდოთ, რადგან რამდენიმე დღეში კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდება.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

ეს კვირა სასიამოვნო რომანტიკულ ქაოსში ჩაივლის. მეორე ნახევართან ერთად მოგზაურობის საკითხებს მოაგვარებთ. მტკიცე და ფრთხილ თხის რქას მოუწევს ტურის შერჩევის და მთელი მოგზაურობის ორგანიზების პასუხისმგებლობის აღება. ახლო მომავალში ახლობლების გარემოცვაში ნანატრი შვებულება გელოდებათ.

მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

ამ კვირაში საკმაოდ სევდიანი გამოცდილება შეიძლება მიიღოთ. უნდა გააცნობიეროთ, რომ მიუწვდომელს ვერ მიწვდებით თუნდაც დიდი ენთუზიაზმით. ძალიან მასშტაბური გეგმების განხორციელებაზე ძალების დახარჯვისას ყველა მიმართულებით წაგების რისკი არსებობს. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, ნაკლებად გლობალური მიზნები დაისახეთ ან საქმის ნაწილი მაინც სანდო მოკავშირეებს ანდეთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ამ კვირაში თევზებს დიდი წარმატება ელის. მოვლენა, რომელსაც დიდი ხანი ელოდით და უკვე აღარ გჯეროდათ, როგორც იქნა, მოხდება. ვარსკვლავები გპირდებათ წარმატების გარანტიას და თანამოაზრეების დახმარებას დაგეგმილ საქმეში. იმოქმედეთ, სანამ რკინა ცხელია და მიღებული პერსპექტივების გამო დაკარგვა არ იფიქროთ. მომავალი შედეგი მხოლოდ თქვენზე დამოკიდებულია.