მოძულებული შვილი ვარ. მშობლებს მხოლოდ ჩემი ძმა უყვართ

443

25 წლის ვარ, 20 წლის უმცროსი ძმა მყავს. მისი დაბადების მომენტიდან, დედა მთელ ყურადღებას ვაჟს აქცევს. თავიდან ეს გასაგები და მისაღები იყო, რადგან პატარა ბავშვს მოვლა და ზრუნვა სჭირდება. მეც ვეხმარებოდი. წლები გავიდა, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვალა. მშობლები დღემდე თავს ევლებიან, უკიდეგანოდ ანებივრებენ და უფლებას აძლევენ გააკეთოს ყველაფერი, რის უფლებასაც თავის დროზე მე არასდროს მაძლევდნენ.

დღესდღეობით ოთხივე ერთ ბინაში ვცხოვრობთ, ამიტომ მშობლების დამოკიდებულებას ჩემსა და ჩემი ძმის მიმართ ნათლად ვხედავ. მისთვის მანქანის ყიდვას გეგმავენ, რამდენიმე ძვირადღირებული ნივთი უკვე უყიდეს. ჩემი ძმა არ მუშაობს და მიზანი არ აქვს. მშობლები ჩემთვის დიდად არაფერს ყიდულობენ. თუმცა ვმუშაობ და შემიძლია ჩემი მოთხოვნილებები თავიდ დავიკმაყოფილო.

საქმე საჩუქრებსა და საყიდლებში არაა. მაწუხებს ბანალური ყოველდღიური სიტუაციები, როცა განებივრებული ძმა უკმაყოფილო პოზას იღებს და დედიკოს ბიჭივით მშობლებთან საწუწუნოდ გარბის და ისინი მის მხარეს იჭერენ. აი, ახლახანს: მე და ჩემი ძმა 1 ოთახს ვიყოფთ. მან ფილმის ყურება გადაწყვიტა, მე კი სამსახურის საქმეს ვასრულებდი (რამდენიმე შეკვეთას სახლში ვიღებ). ჩემმა ძმამ ფილმი ხმამაღალზე ჩართო და ყურება დაიწყო. თავაზიანად ვთხოვე, რომ ყურსასმენი გაეკეთებინა, მაგრამ არა.

მაშინვე მშობლებს დაუძახა, რომ პრეტენზიები გამოეთქვა. ბოლოს დედა ამბობს, რომ კომპრომისზე წასვლა საჭიროა. ოღონდ აცხადებს, რომ მე უნდა წავიდე კომპრომისზე და ავიტანო. თითქოს, ასეთია ქალის ხვედრი. სიტყვაზე, თავად 25 წელია მამისგან იტანს ყველაფერ საშინელებას, ყვირილს, გინებას, შეურაცხყოფას, ტირანიას.

სამუშაო ქაღალდებით სამზარეულოში გასვლა მომიწია, რომ ძმას ხმამაღალზე ფილმი ეყურებინა. ასეთი ბევრი მომენტია. საქმე შურში არაა. მშობლებისგან ზედმეტი ყურადღება არასდროს მინდოდა, მაგრამ უსამართლობის გრძნობა მტანჯავს, როცა მშობლები განებივრებული და თავხედი შვილის პოზიციას იკავებენ.

ვიცი, ბავშვურად ჟღერს და პრობლემა უმნიშვნელოა, მაგრამ მომავალში არ გაქრება და მხოლოდ გაუარესდება. ჩემი აზრით, ასეთ სიტუაციებში გვერდზე განდგომა იგივეა ვაღიარო დამარცხება და შევეგუო მოძულებული ბავშვის პოზიციას, რომელიც არაფრის ღირსია, მათ შორის მშობლებისგან ნორმალური დამოკიდებულების.