10 წუთში მთელ სახლში სისუფთავე და წესრიგია. ვიყენებ ხელნაკეთ საშუალებას საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად

893

როცა სახლი მოსაწესრიგებელია, მაღაზიაში საყოფაცხოვრებო ქიმიის საყიდლად არ გავრბივარ, არამედ მარტივ საშუალებას ვამზადებ. 10 წუთი და ირგვლივ სისუფთავეა.

სახლის გენერალური დალაგებისას სხვადასხვა საწმენდი საშუალების გამოყენება გვიწევს. მაშინაც კი, თუ მრავალფეროვანი საწმენდი საშუალებები არ გაქვთ, დალაგება მაინც პროდუქტიულად ჩაივლის. მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან უნივერსალური და ძალიან ეფექტური საშუალება შეგიძლიათ მოამზადოთ.

ამ ნარევს სწრაფად ვამზადებ და მისი დახმარებით აბსოლუტურად ყველაფერს ვწმენდ: დაწყებული ჭურჭლით და დასრულებული უნიტაზით. საშუალება შესანიშნავად უმკლავდება როგორც საკვების ლაქებს ჭურჭელზე, ასევე კირის ნადებს სანტექნიკაზე.

დაგჭირდებათ საკვები სოდა, ნებისმიერი სარეცხი საშუალება და 9%–იანი სუფრის ძმარი.

3 ს/კ საკვები სოდა თასში ჩაყარეთ, 2 ს/კ სარეცხი საშუალება ჩაასხით და ინგრედიენტები აურიეთ. შემდეგ 2 ს/კ სუფრის ძმარი ჩაასხით. ისევ აურიეთ.

მიიღებთ ჰაეროვან მასას, რომელსაც საწმენდ საშუალებად გამოვიყენებთ.

სამზარეულოდან ვიწყებ

კარადის სახელურებზე წებოვანი ფენა ყოველთვის გროვდება. სახელურებს საშუალება ღრუბლით წაუსვით.

ნადები დარბილდება და ჭუჭყი მაშინვე ჩამოვა. ამის შემდეგ მხოლოდ სუფთა წყლით ჩამობანა საკმარისია.

გადავდივარ ღუმელის წმენდაზე

ყველამ იცის, რომ იქ ძალიან რთული ჭუჭყი გროვდება. საწმენდი პასტა ჭუჭყს აქაც გაუმკლავდება.

ხელნაკეთი უნივერსალური საშუალებით აბსოლუტურად ყველაფერი შეგიძლიათ გაასუფთავოთ იქნება ეს ჭურჭელი, ქურა, მიკროტალღური ღუმელი, ნიჟარა თუ კაფელი.

ამ საწმენდი საშუალებით სააბაზანო ოთახის გაწმენდასაც შეძლებთ.

ხელნაკეთი საწმენდი პასტის გამოყენებას ყველას გირჩევთ. ასე სახლში ჭუჭყს არა მხოლოდ სწრაფად მოიშორებთ, არამედ ფულს დაზოგავთ.