ახალი კვლევის თანახმად, ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა ალკოჰოლიზმით გარდაცვლილი ქალების რიცხვი.
ქალებმა დაიწყეს მეტი ალკოჰოლის დალევა და ალკოჰოლიზმით უფრო ხშირად იღუპებიან. ამას ამბობს მკვლევარების დასკვნა, რომელიც ჟურნალში JAMA Network გამოქვეყნდა. მეცნიერების თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში „ალკოჰოლიკი“ ქალების სიკვდილიანობის ზრდის დინამიკა კაცებში სიკვდილიანობის ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს.
„2018-2020 წლებში კაცებში ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12,5%–ით გაიზარდა, ქალებში – 14,7%–ით“ – გამოცემა სპეციალისტის გამოთვლებს აქვეყნებს.
კვლევა ნიუ-იორკის ჰოფსტრას უნივერსიტეტის, ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ გაანალიზეს თითქმის 606 000 სიკვდილის შემთხვევა, რომელიც ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდება და 1999-2020 წლებში დაფიქსირდა. პროექტის ავტორები ამბობენ, ბოლო სამი წლის მონაცემები განსაკუთრებით ნათლად ადასტურებს, რომ ქალებში ალკოჰოლის მიღება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს ტენდენცია სახიფათოა, რადგან ქალებში ალკოჰოლის მიღებას უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვება, ვიდრე კაცებში. ასევე ალკოჰოლის მიღების სოციალური მოდელის ცვლილებას მიუთითებენ.
„ქალები ახლა უფრო მეტ ალკოჰოლს სვამენ, ვიდრე ადრე, რადგან ახლა ეს ნორმალურად ითვლება, რაც ყოველთვის ასე არ იყო“ – ციტირებს მათ ჟურნალი.
გარდა ამისა, მეცნიერები ქალების მიერ ალკოჰოლის მიღებას საზოგადოებაში სტრესის და დაძაბულობის ზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, ქალებში შფოთვითი აშლილობის მიმართ მგრძნობელობაც გაიზარდა. ახლა უფრო უჭირთ დედის, დიასახლისის და თანამშრომლის მოვალეობების შესრულება.
რატომ არის ალკოჰოლი უფრო სახიფათო ქალისთვის? ქალის ორგანიზმში ცხიმის უფრო მაღალი პროცენტი და წყლის უფრო დაბალი პროცენტია, ვიდრე კაცებში. ეს სისხლში ალკოჰოლის უფრო მაღალ კონცენტრაციას იწვევს და ორგანიზმზე ტოქსიკურ ზემოქმედებას ზრდის.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.