უიღბლო ქორწინება კაცების სიცოცხლეს ამოკლებს.
თელ-ავივის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ოჯახში ცუდი ურთიერთობა უნდა დაემატოს იმ ფაქტორებს, რომლებიც კაცებში სიკვდილის რისკს ზრდიან. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, უბედური ოჯახური ცხოვრება კაცის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს მავნე ჩვევებთან ერთად, როგორიცაა მოწევა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა და ბევრი ალკოჰოლის მიღება.
კერძოდ, მათ გამოთვალეს:
„კაცებს, რომელთაც ოჯახში ცუდი ურთიერთობა აქვთ, 94%–ით მეტი შანსი აქვთ, რომ 30 წლისას ინსულტი მიიღონ და 21%–ით მეტი შანსი, რომ ნებისმიერი მიზეზით მოკვდნენ“.
კლინიკური მედიცინის ჟურნალი, სადაც კვლევა დაიბეჭდა, ამბობს, რომ მეცნიერები აკვირდებოდნენ 9000 მამაკაცს, რომელთა მონაცემებს 32 წლის განმავლობაში აგროვებდნენ. ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უიღბლო ქორწინებაში კაცს დიდი ალბათობით შეიძლება აწუხებდეს დეპრესია, შფოთვა და სტრესი, რომელიც ინსულტის რისკს ზრდის. გარდა ამისა, მამაკაცი ამ პრობლემებთან გამკლავებას არაჯანსაღი მეთოდით ცდილობს, ანუ იღებს ალკოჰოლს, მავნე საკვებს, ეწევა.
სიმპტომატურია, რომ ებრაელი ექსპერტების მიერ მოპოვებული მონაცემები შეესაბამება წინა კვლევებს, რომელიც ადასტურებს ცუდი ოჯახური ურთიერთობის ნეგატიურ გავლენას ქალისა და კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ეს კვლევები აჩვენებს, რომ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება სიცოცხლეს ახანგრძლივებს, ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკს ამცირებს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.