შარდის ფერს დააკვირდით. განიშნებთ, რომ წყლის დალევის დროა

1125

შარდის ძალიან ნაჯერი ფერი სიგნალს იძლევა, რომ ადამიანმა წყალი უნდა დალიოს. ამის შესახებ ამბობს ექიმი ალბინა კომისაროვა.

მისი თქმით, წყლის დალევის შესახებ ბევრი ცრუ მოსაზრება არსებობს. კერძოდ, არ არსებობს წყლის კონკრეტული რაოდენობა, რომელიც ადამიანმა ყოველდღე უნდა დალიოს. უბრალოდ ცნობილია, რომ ორგანიზმის მიერ მიღებული სითხის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 2 ლიტრია, მათ შორისაა წყალი, რომელსაც საკვები და პროდუქტი შეიცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ყოველდღე 2 ლ წყალი უნდა დალიოს. წყლის მიღების მოთხოვნილებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, წყლის უნივერსალური ნორმა არ არსებობს: ზოგს უფრო მეტი სჭირდება, ზოგს ნაკლები.

ექიმი ამატებს, რომ წყლის დალევის აუცილებლობაზე შარდის ფერი მიგვანიშნებს.

„წყალი უნდა დალიოთ წყურვილის ხელმძღვანელობით. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ეფექტური მეთოდია. ასევე შარდის ფერს შეგიძლიათ დააკვირდეთ. თუ მუქი ყვითელია, მეტი წყალი უნდა დალიოთ“ – ამბობს ექიმი.

ასევე გირჩევთ, არ დაუჯეროთ მტკიცებულებას, რომ დილით თბილი წყალი აუცილებლად უნდა დალიოთ, რადგან ასე ნივთიერებათა ცვლა აქტიურდება. ლიმონიანი წყლის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი ეფექტის მრავალრიცხოვანი მტკიცებულებაც დიდწილად გამონაგონია. ორგანიზმში წყლის მთავარი როლია ორგანიზმში ჰიდრატაციის, ტენიანობის საჭირო დონის შენარჩუნება. მისგან სასწაულმოქმედ ეფექტს არ უნდა ელოდოთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.