სიცხეში ემოციური მდგომარეობა არტერიული წნევის არასასურველი რყევების მთავარი გამომწვევია. ამის შესახებ კარდიოლოგი ანა კორენევიჩი საუბრობს.
მისი თქმით, ცხელ ამინდში არტერიული წნევის რყევები (და თანმხლები მდგომარეობის გაუარესება) ტემპერატურას არ უკავშირდება. ექიმის თქმით, წნევის მკვეთრი რყევების მიზეზი ემოციური მდგომარეობაა.
„არტერიული წნევის რყევების ძირითადი მიზეზია თქვენი ემოციური მდგომარეობა და არა ამინდი“.
კარდიოლოგი ამატებს, რომ ჩვეულებრივ არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილება უსიამოვნო განცდებს უკავშირდება. ცხელ ამინდში ნერვიულობის, სტრესის ან შფოთვის დროს წნევა განსაკუთრებით „ხტის“.
იმ შემთხვევაში, როცა ეს ხდება, პირველ რიგში, დამშვიდება სცადეთ და არა მედიკამენტის დალევა, გვარწმუნებს ექიმი.
„სიცხით გამოწვეული არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებისას ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების მიღებას აზრი არ აქვს. პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია შეწყვიტოთ ნერვიულობა და დამშვიდდეთ. ასე წნევა ნელ–ნელა დარეგულირდება“ – აჯამებს კარდიოლოგი.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.