ასე ვამუშავებ კვლებს დაავადებული პომიდვრების შემდეგ, რომ მომავალი ნარგავები გადავარჩინო

596

როგორც არ უნდა სცადოთ, დაიცვათ პომიდორი ფიტოფთორისა და სხვა დაავადებებისგან შუა ზაფხულში, რაღაც ინფექცია მაინც გამოძვრება. ცოტათი, მაგრამ მაინც. მოსავლის აღების შემდეგ ბუჩქების ამოღება და კვლების დავიწყება მხოლოდ უპასუხისმგებლო ფერმერის ხვედრია.

დაავადებული პომიდვრის სეზონის შემდეგ ბევრი ფერმერი ფიქრობს, მცენარის მოვლაში ჩადებული მათი ძალისხმევა უშედეგო იყო. ჯერ კიდევ გაქვთ შანსი ნიადაგი გადაარჩინოთ და მომავალი ნარგავები ჯანმრთელობით უზრუნლველყოთ. მთავარია, ეს რჩევა არ უგულებელყოთ.

Vivien გიზიარებთ პომიდვრის დაავადებებთან საბრძოლველად აუცილებელ ზომებს და საიდუმლობებს, რომ ხელი არ ჩაიქნიოთ და მებაღეობა ენთუზიაზმით გააგრძელოთ. ამ მეთოდის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იციან. დამუშავება ნატურალური და სუპერ ეფექტურია!

თუ შესაძლებელია, ნიადაგი შეცვალეთ

პირველი, რაც გვახსენდება, როცა პომიდვრის დაავადებულ ბუჩქებს ვაწყდებით, ნიადაგის გამოცვლაა. ასეთი მიდგომა საკმაოდ შრომატევადი და ხარჯიანი პროცესი შეიძლება იყოს. ამის ნაცვლად ხალხური საშუალების გამოყენებას გირჩევთ. ასე მიწას დეზინფექციას ჩაუტარებთ და მის ნაყოფიერებას აღადგენთ.

ნატურალური ხსნარი დასამუშავებლად

მდოგვის ნაყენი ცნობილია, როგორც ეფექტური საშუალება სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებთან საბრძოლველად. მის მოსამზადებლად 200 გ მდოგვი და 10 ლ წყალი დაგჭირდებათ. მდოგვს წყალი დაასხით და კარგად აურიეთ. გამოყენებამდე 2–3 საათი გააჩერეთ.

მზა ნაყენით პრობლემური კვლები მორწყეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ადგილს, სადაც პომიდორი იზრდებოდა. მდოგვის ნაყენი მიწას გაუსნებოვნებს და გაანადგურებს ყველა შესაძლო პათოგენს, რომელიც მიწაში შეიძლება დარჩეს. ასე ახალ ნარგავებზე დაავადებების გავრცელებას თავიდან აიცილებთ და მცენარის ჯანმრთელობას დაიცავთ.

ისევ მდოგვი

თუ კიდევ ერთ მოქმედებას შეასრულებთ, ნამდვილად დაფასდებით. საკუთარ თავს გამოცდილი და პროფესიონალი მებოსტნე შეგიძლიათ უწოდოთ. კვლებზე სიდერატები დათესეთ. კერძოდ, მდოგვი. ეს მწვანე სასუქი თავისი სამკურნალო თვისებებით ცნობილია.

მდოგვის ნაყენით მიწის დამუშავება მხოლოდ ერთ–ერთი მეთოდია, რომ პომიდვრის დაავადებებს ებრძოლოთ და მომავალი ნარგავები დაიცვათ. გარდა ამისა, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ პომიდვრის ჯიში. აირჩიეთ ის, რომელიც კონკრეტული რეგიონის დაავადებებისა და პათოგენების მიმართ გამძლეა. ასე დაინფიცირების რისკს შეამცირებთ და წარმატებული მოსავლის ალბათობას გაზრდით.

თესლბრუნვის წესებიც უნდა დაიცვათ, რომ მიწაში პათოგენების დაგროვება არ დაუშვათ. ყოველ წელს პომიდვრის დასარგავად ნაკვეთის სხვადასხვა ადგილი გამოიყენეთ, ასევე სხვა კულტურებთან აბრუნეთ. ასე ზოგიერთი მცენარე ერთმანეთს დაავადებებისგან დაიცავს.

და ბოლოს, პომიდორზე სწორად იზრუნეთ. დაავადებული ფოთლების და ღეროების რეგულარული მოშორება, კვება და სწორი მორწყვა მცენარეს გაძლიერებაში დაეხმარება და დაავადებების მიმართ უფრო ამტანს გახდის.

გასული წარუმატებელი სეზონის მიუხედავად ბევრი მეთოდი არსებობს, რომ ნიადაგი შეინარჩუნოთ, პომიდვრის დაავადებებს ებრძოლოთ და მომავალში წარმატებული მოსავალი მიიღოთ. მდოგვის ნაყენი ხელმისაწვდომი, ეფექტური და ნატურალური საშუალებაა ნიადაგის სადეზინფექციოდ.

დამატებით, ყურადღება მიაქციეთ თესლბრუნვას, მცენარის სწორ მოვლას და გამძლე ჯიშის არჩევას. ამ ზომების ერთობლიობა მოსავლიანობას უზრუნველყოფს და საშუალებას მოგცემთ გემრიელი პომიდვრით ისიამოვნოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს