ზაფხულში მებოსტნეებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კოლორადოს ხოჭოსთან, კარტოფილის ყველაზე საშიშ, თითქმის დაუმარცხებელ მტერთან, ბრძოლაზე. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ამ მწერის წინააღმდეგ იარაღის გამოგონებას, მაგრამ ჯერ უშედეგოდ: კოლორადოს ხოჭოს მოკვლა თითქმის შეუძლებელია.
ხოჭო იკვებება ძაღლყურძენა მცენარეებით (მასში შხამიანი სოლანინია), ამიტომ არც ერთი ფრინველი, ციცარის (და სპეციალურად გაწვრთნილი ინდაურის) გარდა, მას არ ჭამს. ზამთარში მიწაში თითქმის ერთი მეტრით ჩადის და ნებისმიერი ყინვის გაძლება შეუძლია. ბევრ შხამსაც ეგუება. საკვების ძიებაში ათეულობით კილომეტრის გაფრენა შეუძლია. მისი ყველაზე საზიზღარი სუპერძალაა 3 წელი ძილი, შემდეგ გაღვიძება და ისევ გამრავლება. ზაფხულში ერთ მდედრ ხოჭოს 2 ათასამდე კვერცხის დადება შეუძლია.
კოლორადოს ხოჭო დაუმარცხებელია, მაგრამ უნდა დაამარცხოთ, თორემ კარტოფილის გარეშე დარჩებით. სპეციალისტები გირჩევთ, სეზონზე კარტოფილის კვლები ქიმიურად სამჯერ დაამუშავოთ: დარგვამდე, სრული გაღივების პერიოდში და დაკვირტვის პერიოდში. ბევრი ადამიანი ასე იქცევა და ქიმიკატები ხოჭოს გამრავლების შეფერხებაში ეხმარებათ.
წინასწარი დამუშავებისთვის პოპულარული საშუალებები, რომლებზეც მებოსტნეები კარგ შეფასებას წერენ: გერმანული პრესტიჟი, საშუალება ტაბუ ტრიო და კომანდორი +. ბუჩქები მუშავდება შხამქიმიკატებით ეკოკილერი, რუბიტ ზამანი, ჯოი კალაში და ტანრეკი.
თუ მოსავალს ეკოლოგიური მეთოდებით ზრდით და შხამქიმიკატებს არ იყენებთ, სცადეთ მეთოდი, რომელიც ხოჭოს სისუსტეებს ეფუძნება. ამ სუპერ ბოროტმოქმედს აქვს 2 აქილევსის ქუსლი:
- შინაყუდაა და ცდილობს გამოიზამთროს იქ, სადაც იკვებებოდა.
- ზოგიერთ სუნს ვერ იტანს.
სწორედ ამიტომ, ამ მავნებელთან ბრძოლის საუკეთესო და ერთადერთი 100%–ით ეფექტური მეთოდია ხელით შეგროვება. დამტკიცებულია: პირველ წელს მოგიწევთ ყოველდღე გასვლა და მრავალი ხოჭოს და ლარვის შეგროვება, მაგრამ უკვე მესამე წელს ორ კვირაში ერთხელ კარტოფილის კვლების შემოწმება საკმარისია, რომ მეზობელი ნაკვეთიდან დივერსანტები დაიჭიროთ. კონტროლის სრულად მოხსნა არ შეიძლება: ხოჭო სწრაფად მრავლდება და ერთ მდედრს სეზონზე 2 ათასამდე კვერცხის დადება შეუძლია.
ხოჭო სუნების მიმართ მგრძნობიარეა, ამიტომ ქვემოთ მოცემული მეთოდები მასთან საბრძოლველად ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს.
ნარგავები მორწყეთ:
- ნამხარის ნაყენით (1 კგ ნამხარს 10 ლ წყალი დაასხით, 5 საათი გააჩერეთ, გადაწურეთ, 50 გ სარეცხი საპონი დაუმატეთ).
- არყის კუპრით.
- ალვის ნაყენით. 5 ლ ფოთოლს 10 ლ წყალი დაასხით, 3-4 დღე გააჩერეთ.
- რიგებს შორის დათესეთ კამა ან ხავერდა. ხოჭო ხავერდას ვერ იტანს და ცდილობს თავი შორს დაიჭიროს იმ ადგილიდან, სადაც იზრდება. ბევრი რეგიონისთვის ერთი პრობლემაა: ხავერდა უფრო ადრე უნდა აყვავილდეს, ვიდრე კარტოფილი. კარტოფილზე ადრე დათესეთ.
- ყოველ 10 მ² კარტოფილის ნაკვეთზე ქილა კრეოლინი დადეთ. ძალიან კარგი და ეფექტური მეთოდია. სცადეთ!
კოლორადოს ხოჭოსთან ბრძოლა ეფექტური იქნება, თუ ამ საქმეში ყველა მეზობელი გაერთიანდება. გამარჯვებას გისურვებთ!