ფსიქოლოგიური ტესტი: თითების გადაჯვარედინების მანერა ამბობს, როგორი ადამიანი ხართ

2132

სხეულის ენის ექსპერტები თვლიან, რომ თითების გადაჯვარედინების მანერა ადამიანის შესახებ ბევრ რამეს ამბობს. ამ დასკვნამდე მივიდა ნობელის პრემიის ლაურეატი როჯერ უოლკოტ სპერი. მისი კვლევის თანახმად, ადამიანის ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ მისი ტვინის რომელი ნაწილია უფრო აქტიური, მარჯვენა თუ მარცხენა.

Vivien დღევანდელი „ხელების ტესტით“ გიჩვენებთ თქვენს ნამდვილ პიროვნებას, რომელსაც სხვები ინსტინქტურად აღიქვამენ. გაიგეთ, რა მოდის თქვენი ქვეცნობიერიდან.

სხეულის ენა, ჟესტები და მიმიკა ადამიანზე ბევრ რამეს ამბობს. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანია, მაგრამ სინამდვილეში, პირიქით. ხელების გადაჯვარედინების მანერაც ბევრ რამეზე გვანიშნებს.

ხელები გადააჯვარედინეთ და სურათს შეხედეთ. რომელი ვარიანტი შეესაბამება თქვენი ხელების პოზიციას? ტესტის გაშიფვრაზე გადადით. შედეგი გაგაოცებთ.

მარჯვენა ხელის ცერა თითი ზემოთ

თითების ასეთი განლაგება ადასტურებს, რომ ემოციური და ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ხართ. იმპულსური და ჯიუტი ხართ. თუ გადაწყვიტეთ, რომ რაღაცის მიღება ან გაკეთება გსურთ, თქვენს გადარწმუნებას ვერავინ და ვერაფერი შეძლებს, თუნდაც ეს გარისკვას მოითხოვდეს. უკიდურესობამდე გულწრფელი ხართ.

არასტანდარტულად აზროვნებთ. თუმცა გრძნობების მოზღვავების შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად დრო გჭირდებათ.

თქვენში ბევრი თანაგრძნობაა. ბუნებამ გარგუნათ უნიკალური ინტუიცია და საიმედო მეექვსე გრძნობა, რომელსაც ხშირად იყენებთ. ღრმა ემოციების გაგების და მათზე თბილად რეაგირების უნარი ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში გეხმარებათ. ხალხი თქვენთან ადვილად იხსნება, რადგან გენდობიან და თქვენს თანაგრძნობას ელიან. იციან, რომ თქვენი მხრიდან ცუდი არაფერი ელოდებათ. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ რჩევის გაცემა ან გაჩუმება. თითოეულ სიტუაციას სათანადოდ აანალიზებთ და განიხილავთ. გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობთ, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში სწორია.

ორი ცერა თითი პარალელურად შეერთებული

ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ხართ. ყველაფერში წესრიგი და ჰარმონია გიყვართ. კამათს და პრობლემებს ნებისმიერ ფასად გაურბიხართ.

დარწმუნებული ხართ, რომ ეშმაკი დეტალებში იმალება. პერფექციონისტი ხართ და სხვებისგანაც მსგავს პასუხისმგებლიან მიდგომას ელით. ლიდერობა თქვენი ბუნებრივი ქცევაა და ყოველთვის მაგალითის ჩვენებს ცდილობთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვების მოთხოვნილებები და გარემოება არ გაინტერესებთ.

ბრძენი ადამიანი ხართ, კამათი არ გიყვართ. მზად ხართ, საკუთარ აზრზე და რაიმეზე უარი თქვათ. ტყუილად არ ამბობენ, ჭკვიანები უკან იხევენ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს არახელსაყრელ სიტუაციებში აგდებთ ან ქარის წისქვილებს ებრძვით.

საკუთარ კომპანიაში თავს ყველაზე უკეთ გრძნობთ. მარტოობა ან რამდენიმე სანდო და კარგად ნაცნობი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა გირჩევნიათ. მეგობრების ვიწრო წრე გყავთ და თქვენთვის საკმარისია. არ მოგწონთ ქაოსი, რომელსაც უცნობების დიდი ჯგუფი იწვევს.

ბუნებასთან კონტაქტი გიყვართ. ზოგჯერ თქვენთვის უბრალოდ აუცილებელია უსაქმოდ წოლა ან ჯდომა, არაფრის კეთება და არაფერზე ფიქრი. თქვენს ცხოვრებაში ნელი ტემპია და ეს მოგწონთ. წარმატებისკენ უგუნური სწრაფვა თქვენი სტილი არაა.

მარცხენა ხელის ცერა თითი ზემოთ

ძალიან აქტიური და სპონტანური ადამიანი ხართ. მოწყენილობა არ გიყვართ. თქვენს ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც ხდება. მუდმივად გჭირდებათ ახალი ამოცანები და მიზნები. სწრაფად გბეზრდებათ და რაღაც ახლის გამოცდა გსურთ. წუთში მილიონი იდეა გაქვთ.

დიდ კომპანიაში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. საზოგადოებაში ყოველთვის გამორჩეული ხართ, თქვენთან დროის გატარება საინტერესოა. ყურადღება გიყვართ და დაპირისპირებას გაურბიხართ.

პრაქტიკული ადამიანი ხართ. გადაწყვეტილებას ცხელ გულზე არასდროს იღებთ. ყველა დადებით და უარყოფით მომენტს სათანადოდ აფასებთ. გარდა ამისა, თქვენი მოტყუება ძალიან ძნელია. თანდაყოლილი სიცრუის დეტექტორი გაქვთ. უსაქმოდ ყოფნა არ გიყვართ. რომანტიკას ეძებთ.

როცა რაღაც არ მოგწონთ, ამის შესახებ პირდაპირ ამბობთ. დიდი ოპტიმისტი და უდარდელი ადამიანი ხართ. სხვისი აზრი ან თქვენი გადაწყვეტილებების შედეგები დიდად არ გაღელვებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს