დიეტოლოგი: ვინც ამ პოპულარულ დესერტს მიირთმევს, ვერასდროს მოიშორებს მუცლის ცხიმს

612

ბევრისთვის ჭამის შემდეგ ტკბილის მირთმევა აუცილებელია. Vivien გიამბობთ, რომელი დესერტი აზიანებს სხეულის ფორმებს და რომელია უკეთესი ალტერნატივა.

თითქმის ყველასთვის ნაცნობია ჭამის შემდეგ ტკბილეულისადმი ლტოლვა, თითქოს გემრიელი დესერტის გარეშე ჭამა სრულყოფილი ვერ იქნება. იმის მიუხედავად, რომ ტკბილი საკვები ააქტიურებს ტვინში დაჯილდოების ცენტრებს და იწვევს სასიამოვნო გრძნობებს, როგორიცაა კმაყოფილება და მოდუნება, დესერტი ყოველთვის კარგი იდეა არაა.

ზოგიერთი დესერტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სულაც არაა და რეგულარულად მიირთმევის შემთხვევაში თქვენი სხეულის ფორმებზე ნეგატიურად იმოქმედებს.

ნაყინი გამაგრილებელი დესერტია და სხვადასხვა გემოთი ხელმისაწვომია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„ნაყინი ყველაზე ცუდი დესერტია წელისთვის შაქრის და ცხიმის მაღალი შემცველობის გამო“ – ამბობს დიეტოლოგი ვასილისა პონომარევა.

ნაყინი ძალიან ბევრ შაქარს და ცხიმს შეიცავს. შაქრის მაღალი შემცველობა იწვევს სისხლში შაქრის დონის სწრაფად ზრდას, რასაც მოსდევს მოულოდნელი შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს განახლებული ლტოლვა ტკბილეულისადმი.

„ასე ვხვდებით ჩაკეტილ წრეში, როცა სულ უფრო და უფრო მეტ ამ კალორიულ დესერტს მივირთმევთ. ადრე თუ გვიან ეს სხეულის ფორმებზე აისახება, განსაკუთრებით წელის არეში, რადგან აქ ცხიმები ყველაზე სწრაფად გროვდება“

ნაყინის ზოგიერთი გემო დამატებით ინგრედიენტებს შეიცავს. მაგალითად, ესაა სიროფი, შოკოლადის ფანტელი, ორცხობილა ან სხვა ტკბილი შიგთავსი. რა თქმა უნდა, ასე კალორიების რაოდენობა იზრდება.

გარდა ამისა, ნაყინი ხშირად შეიცავს ხელოვნურ არომატიზატორებს, საღებავებს და კონსერვანტებს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო არაა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.