არ იფიქროთ, რომ თუ პირის სიმშრალე ჩნდება, ეს აუცილებლად დიაბეტის ნიშანია, ამბობს ენდოკრინოლოგი ალექსეი კალინჩევი.
ექიმები შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებს შორის ხშირად ასახელებენ ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, კერძოდ პირის სიმშრალეს. დიაბეტიკებში მსგავსი ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს სითხის აქტიური დაკარგვით, როცა ორგანიზმი სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობისგან გათავისუფლებას ცდილობს. თუმცა ექიმი გირჩევთ, რომ პირის სიმშრალის გამო დიაბეტის დიაგნოზი არ დასვათ, რადგან ის ჯანმრთელობის სხვა პრობლემითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.
„არ იჩქაროთ დიაბეტის სერიოზული დიაგნოზის დასმა, თუ პირის ღრუ გამომშრალია“ – ამბობს ექიმი.
მისი თქმით, პირის სიმშრალეს ხშირად იწვევს გაჭედილი ცხვირი ან დღის განმავლობაში არასაკმარისი სითხის მიღება. გარდა ამისა, ექიმი ამატებს, რომ პირის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი მდგომარეობით, როგორიცაა ალერგიული რინიტი, პოლინოზი, ადენოიდების ანთება. ხაზს უსვამს, რომ უმეტეს შემთხვევაში, პირის სიმშრალის ჩივილი სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება.
„თუ სტატისტიკას ავიღებთ, ადამიანები ასეთი დარღვევებით უფრო მეტია, ვიდრე დიაბეტით დაავადებულები“ – ამბობს ალექსეი კალინჩევი.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.