სისხლიანი ხორცის მოყვარულები რიგი დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ არიან. ამის შესახებ ქირურგი ალექსანდრე უმნოვი გვაფრთხილებს.
ქირურგი ამბობს, რომ ნახევრად შემწვარი ხორცის სიყვარულმა ჯანმრთელობაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინოს. ექიმი აღნიშნავს, რომ ამ მეთოდით მომზადებულ ხორცში შეიძლება დარჩეს ზოგიერთი ბაქტერია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექცია ან „დაგაჯილდოვოთ“ პარაზიტებით.
იმ შემთხვევაშიც, როცა დარწმუნებული ხართ, რომ ხორცი ხარისხიანია და ჰელმინთებს და ბაქტერიებს არ შეიცავს, მისმა მიღებამ მდგომარეობის გაუარესება და მტკივნეული სიმპტომები მაინც შეიძლება გამოიწვიოს. ხორცი სისხლით სასხსრების ანთების, პოდაგრის გამომწვევი შეიძლება გახდეს, გვაფრთხილებს ექიმი.
„ასეთი ხორცის ხანგრძლივად მიღება, თუნდაც ბაქტერიებს ან ჰელმინთებს არ შეიცავდეს, პოდაგრის და შარდკენჭოვანი დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს“ – გვიზიარებს ექიმი.
ხაზს უსვამს, რომ ხორცს სათანადო მომზადება სჭირდება, მომზადებისას თერმულად სრულად უნდა დამუშავდეს.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.