ხანგრძლივი ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდის დროს D ვიტამინის მიღება აუცილებელია

390

ექიმი ნატალია ტანანაკინა აცხადებს, რომ უამინდობის პერიოდში D ვიტამინის მიღება აუცილებელია.

ადამიანის ორგანიზმი იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვან D ვიტამინს დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა კანზე მზის სხივები ზემოქმედებს. ექიმის თქმით, როცა გარეთ ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია, ორგანიზმი იმუნიტეტისთვის მნიშვნელოვან D ვიტამინს სუსტად გამოიმუშავებს. სპეციალისტი აჯამებს, რომ ხანგრძლივი ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდის პერიოდში D ვიტამინი უნდა მიიღოთ.

„თუ დიდხანს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია, D ვიტამინი სამკურნალო ფორმით უნდა მიიღოთ“ – გვირჩევს ნატალია ტანანაკინა, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ექიმი განმარტავს, რომ ეს ვიტამინი აუცილებელია ისეთი მიკროელემენტების ასათვისებლად, როგორიცაა კალციუმი და ფოსფორი. მათი დეფიციტის დროს იზრდება ისეთი პათოლოგიების განვითარების რისკი, როგორიცაა ოსტეოპოროზი, სიმსივნე, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები. ექიმი აზუსტებს, რომ D ვიტამინის წყარო, ძირითადად, ცხოველური საკვებია.

„D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებია ცხიმიანი თევზი (ვირთევზა, ქაშაყი, ორაგული), კვერცხის გული, ღვიძლი, რძის პროდუქტები (ყველი, იოგურტი, რძე), სოკო (ქამა)“ – ამბობს ექიმი.

ასევე ამატებს, რომ D ვიტამინის დეფიციტის დროს შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუსტი კუნთოვანი ტონუსი, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ძვლების და კუნთების ტკივილი. D ვიტამინის დეფიციტის გამოვლენის ყველაზე ეფექტური გზა სისხლის ანალიზია.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.