ნევროლოგი: ტვინის ანევრიზმის დროს საკვებით მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს

716

საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის პრობლემები, მათ შორის გულისრევა და დიარეა, თავის ტვინის ანევრიზმის დროს შეიძლება გამოვლინდეს. ნევროლოგი ვლადიმერ ეროხინი მის უფრო გავრცელებულ ნიშნებს ასახელებს.

თავის ტვინის ანევრიზმას შეიძლება მისი სისხლძარღვების სიმსივნე ვუწოდოთ. მას ხშირად აღწერენ, როგორც ჩამოკიდულ კენკრას. დაავადების საფრთხე, რომელიც ტვინის სისხლძარღვების კედელში გაფართოების დროს ჩნდება, იმაშია, რომ მასთან ერთად იზრდება სისხლდენის რისკი, რაც ჰემორაგიულ ინსულტს იწვევს. ნევროლოგი ასახელებს სიმპტომებს, რომლებიც ტვინის ანევრიზმაზე მიუთითებს და შემდეგი ნიშნების გამოვლენისას სასწრაფო დახმარების დაუყონებლივ გამოძახებას გვირჩევს.

მოულოდნელი თავის ტკივილი. ბევრი პაციენტი ახასიათებს ანევრიზმას, როგორც უძლიერეს თავის ტკივილს მათ ცხოვრებაში. ასეთი შეგრძნება ჩნდება ანევრიზმის გახეთქვის დროს სისხლის გაჟონვის გამო, ტვინის ქსოვილებს აღიზიანებს.

„უბრალო თავის ტკივილისგან განსხვავებით, ანევრიზმით გამოწვეული ტკივილი მოულოდნელად ჩნდება და მაშინვე მწვავედ, ინტენსიურად იგრძნობა“.

მხედველობის პრობლემები. უეცარი გაორება თვალებში ან ქუთუთოების ჩამოწევა არის სიმპტომი, როცა სასწრაფო დახმარება დაუყონებლივ უნდა გამოიძახოთ. მსგავსი ცვლილება ანევრიზმის დაზიანებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული.

სხეულის გაშეშება. შეიძლება იგრძნოთ სისუსტე ან სახის, სხეულის ერთი მხარის გაშეშება. ამას ანევრიზმიდან გამოჟონილი სისხლის წვრილი შედედებით პატარა სისხლძარღვების დაბლოკვა იწვევს.

საკვებით მოწამვლის სურათი. ნევროლოგი აღნიშნავს, რომ ტვინის ანევრიზმის დროს შეიძლება გამოვლინდეს საკვებით მოწამვლის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, განავლის ცვლილებები.

„ანევრიზმის სხვა სიმპტომებია თავბრუსხვევა, სინათლის მიმართ მგრძნობელობა და კისრის გაშეშება. ეს ყველაფერი უკავშირდება თავის ტვინში სისხლდენას ან მის სტრუქტურებზე ანევრიზმით გამოწვეულ ზეწოლას“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს