დედამთილი თავზე წამომაჯდა. დაღლილობა გროვდება და მესმის, ასე დიდხანს ვერ გავძლებ

1003

ქმართან, შვილთან და დედამთილთან ერთად ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ. დედამთილი არ მუშაობს, პენსიაზეა, ტრავმის შემდეგ ინვალიდობა აქვს. ერთი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს. სიარული შეუძლია, მაგრამ ძალიან აქტიური არაა. ბინაში თითოეულს თანაბარი წილი აქვს: ერთი ქმარს, მეორე დედამთილს. როცა დავორსულდი, აქ გადმოვედი საცხოვრებლად.

ქმრის ან დედამთილის ხარჯზე არასდროს მიცხოვრია. მანამდე კარგ ფულს ვშოულობდი და ამ ბინაში რემონტი ჩემი პირადი ფული გავაკეთე. ყველა საჭირო ნივთი ვიყიდე. მთელი ორსულობის განმავლობაში სახლიდან ვმუშაობდი, ამიტომ დედამთილი კერძებს ამზადებდა, მაგრამ საოჯახო საქმეს მხოლოდ მე ვაკეთებდი.

ქმარს დედამისთან კონფლიქტი მოუვიდა (დედამთილს დალევა უყვარს, ამ ფონზე ჩხუბი მოხდა), ამის შემდეგ გვითხრა, რომ ცალკე შეჭამს. ქმარმა დამოუკიდებლად მომზადება დაიწყო. მე ისევ სახლს ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ. რამდენიმე თვის შემდეგ შერიგდნენ, შემდეგ ვიმშობიარე.

მთელი ორსულობის განმავლობაში დედამთილი ამბობდა, რომ ძალიან ელოდა შვილიშვილს, რადგან ჩემი ქმარი მისი ერთადერთი ვაჟია და ყოველთვის დიდი ოჯახი, ბევრი შვილიშვილი სურდა. პირველი ორი კვირა  ყველაფერი იდეალურად იყო, შემდეგ რაღაც ჯოჯოხეთი დაიწყო. დახმარება საერთოდ შეწყვიტა. ოთახში არ შემოდის, როცა სახლს ვალაგებ, ხოლო ბავშვი იღვიძებს და ტირის, მასთან ახლოს არ მიდის.

მცირე სისუფთავესაც აღარ იცავს. არ ვთხოვ ჩვენი ჭურჭლის გარეცხვას, არამედ თავისი არეულის დალაგებას, მაგრამ მარტივი საქმის გაკეთებაც არ უნდა. ნიჟარაში ჩაყრილ ჭურჭელს მხოლოდ რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ რეცხავს. მთელი დღე დივანზე წევს და ტელევიზორს უყურებს, გარეთ არ გადის. გარეცხილ თეთრეულსაც არ ფენს, არადა მის ნივთებსაც მე ვრეცხავ.

მისი ერთადერთი საქმეა: ჭამა, მოწევა, ტელევიზორის ყურება. სხვა არაფერს აკეთებს, პენსიას მხოლოდ საკუთარ თავზე ხარჯავს, მაგრამ რადგან დალევა და მოწევა უყვარს, ამ „ადამიანურ სისუსტეებზე“ სულ ფულს სესხულობს. თავიდან მის დაყრილს ვალაგებდი, მაგრამ დაღლილობა გროვდება და მესმის, რომ დიდხანს ასე ევერ გავძლებ. ყველაფრის მარტო გაკეთება შეუძლებელია. პატარა ბავშვის გარდა მეორე „ასაკოვან“ ბავშვის მიხედვა მიწევს. ძალიან მწყინს, არ მინდა მუდმივად ვემსახურო.

ცოტა ხნის წინ ბავშვის ანალიზის ჩასაბარებლად წავედი და ვთხოვე ბავშვისთვის მიეხადა, რადგან არ ეძინა, მაგრამ დედამთილი დივნიდანაც არ ამდგარა (ბავშვს მეორე ოთახში სძინავს). განმეორებითი თხოვნის შემდეგ უხალისოდ ადგა.

საერთოდ არ მეხმარება. ჩემი ნერვები დუღს. ქმარს მისი მიტოვება არ შეუძლია. არც ისე დიდი ხნის წინ დედამთილს ინსულტი ჰქონდა. დედაზე ზრუნავდა და გადასვლის გაგონებაც არ უნდა. ამ ბინაში მარტო ვერ ტოვებს იმის გამოც, რომ რამდენიმე წლის წინ წავიდა, მისი კონტროლი შეწყვიტა, მან კი სესხები აიღო  და შვილი ფაქტის წინაშე დააყენა. საბოლოოდ, გადახდა მოუწია. ჩაკეტილი წრეა: ვერც გადავდივართ და მისი ქცევისგანაც დავიღალეთ. წასასვლელი მაქვს, მაგრამ ოჯახის შენარჩუნება მინდა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე.