ქირურგი: ვარიკოზული ვენების დროს თრომბის და ვენური უკმარისობის რისკი იზრდება

346

არსებული ვარიკოზული ვენები სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგზე, თრომბოემბოლიაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს, ამის შესახებ ქირურგი თიმურ ტაჟიბაევი საუბრობს.

ექიმი განმარტავს, რომ ვარიკოზული ვენების განვითარება ხელს უწყობს სარქველების უკმარისობას, რის გამოც ვენებში სისხლი გუბდება. ამრიგად, ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანი მგრძნობიარე ხდება თრომბოზის მიმართ, რამაც მძიმე და სიცოცხლისთვის სახიფათო გართულებები შეიძლება გამოიწვიოს.

„თრომბს შეუძლია სისხლძარღვებში სწრაფად გავრცელდეს, მოწყდეს და გამოიწვიოს ფილტვების არტერიების თრომბოზი, სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილიც“ – ამბობს ქირურგი.

ექიმი გაფრთხილებთ, რომ ვარიკოზი „მოხუცების დაავადებად“ არ უნდა ჩათვალოთ. ადამიანს ვარიკოზი ახალგაზრდა ასაკშიც შეიძლება განუვითარდეს, თუ ჭარბი წონა აწუხებს, მჯდომარე ცხოვრების წესი ან სამუშაო აქვს. განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან ქალები, რომელთა ვარიკოზული ვენები ორგანიზმში ჰორმონალურ რყევებს უკავშირდება.

ქირურგი ამატებს, რომ ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანს სხვა ყველაფერთან ერთად ვენური უკმარისობისკენ მიდრეკილება აქვს. ამ დროს ფეხები მუდმივად შეშუპებულია, დაღლას და ტკივილს გრძნობთ. ექიმი ყურადღებას ამახვილებს, რომ ვარიკოზული ვენების დროს არა მხოლოდ ვენების დამახასიათებელი გაფართოება შეიძლება შენიშნოთ.

„გაფართოებული ვენების და სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების გაჩენის გარდა შეიძლება შეიცვალოს კანის ფერი, მისი სიმკვრივე და სიმქისე“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.