აი, რატომ არ უნდა დაიძინოთ ჩართულ ვენტილატორთან

414

ბევრი ადამიანი მარაოს იყენებს, რომ ზაფხულის ცხელ ღამეშიც თვალების დახუჭვა შეძლოს. ეს ძალიან კარგი იდეა არაა. ზოგიერთისთვის სახიფათოც შეიძლება იყოს.

მაღალი ტემპერატურის გამო ბევრს აწუხებს უძილობა, ამიტომ ერთი შეხედვით კარგი აზრია საწოლის გვერდზე ვენტილატორის დადება და ჩართვა, რომ უკეთ დაიძინოთ. ამ სასიამოვნო გაგრილებამ ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.

ჰაერი მტვერს წევს

„ვენტილატორი უზრუნველყოფს უფრო გრილ ჰაერს, მაგრამ ოთახში ჰაერში მტვერს მაღლა წევს. საუკეთესო ვარიანტი არაა მათთვის, ვისაც ალერგია, ასთმა და თივის ცხელება (პოლინოზი) აწუხებს“ – ამბობს ოჯახის ექიმი ტატიანა ზახაროვა.

სხვა მიზეზები, რატომ უნდა თქვათ უარი ძილის დროს ვენტილატორის გამოყენებაზე, არის კანის და ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოშრობა. თუ ეს უკანასკნელი ძალიან მშრალია, ორგანიზმმა შეიძლება გამოიმუშავოს ბევრი ლორწო, შედეგად, თავი შეიძლება ცუდად იგრძნოთ და ცხვირი გაგეჭედოთ.

ორპირი ქარი კუნთების კრუნჩხვას იწვევს

ვენტილატორის გამოყენებამ შეიძლება კუნთების სპაზმი გამოიწვიოს. ორპირში მწოლარე ადამიანმა შეიძლება გაიღვიძოს მოძრაობის შებოჭილობით ან კუნთების ტკივილით. კონცენტრირებული ცივი ჰაერი კუნთების დაჭიმვის და კრუნჩხვების მიზეზი შეიძლება გახდეს.

უსიამოვნება განსაკუთრებით აწუხებთ მათ, რომლებსაც ძილის დროს სახე ან კისერი ვენტილატორთან ახლოს აქვთ.

„თუ დილით იღვიძებთ კეფის კუნთების გაშეშებით, ეს მუდმივი ორპირი ქარით შეიძლება იყოს გამოწვეული“.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს