დიეტა ალერგიის დროს: იოგურტი, ხახვი და როზმარინი

256

წლის თბილ პერიოდში ალერგიის ახალი სეზონი ძალას იკრებს. ალერგიის დროს ცხვირსახოცის და აბების მომარაგების ნაცვლად სპეციალურ დიეტას ყურადღება მიაქციეთ.

დიეტა ალერგიის დროს: როგორ დაგეხმარებათ მოკრძალებული ხახვი

ალერგიის დროს გვირჩევენ ხახვის მირთმევას არა იმისთვის, რომ ალერგიის ცრემლები ხახვის ცრემლებით დამალოთ. უფრო პირიქით, ალერგიის სიმპტომები რომ გააქროთ. ყველაფერი აიხსნება იმით, რომ მოკრძალებული ხახვი შეიცავს ბევრ კვარცეტინს, განსაკუთრებულ ანტიოქსიდანტს, რომელიც ანთებას ამსუბუქებს და იმუნური უჯრედებიდან ჰისტამინის წარმოებას აჩერებს. ამით კვარცეტინი ალერგიის სიმპტომებს ამცირებს. ხახვში ბევრი კვარცეტინია, მაგრამ ერთადერთი პროდუქტი არაა, რომელიც ამ ანტიოქსიდანტით „იკვეხნის“. ალერგიის დროს მენიუში ჩართეთ ვაშლი ქერქიანად და შავი ჩაი.

იმუნურ სისტემას ალერგენებზე ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონდეს, არ გამოიწვიოს საბრძოლო მოქმედება, რომელსაც ვიტანთ სურდოს, ცრემლდენის, გამონაყარის და შეშუპების სახით, იმუნურ უჯრედებს კომფორტული პირობა უნდა შეუქმნათ. ალერგიის დროს დიეტაში განსაკუთრებული ადგილი უკავია იოგურტს ცოცხალი კულტურებით. ეს პროდუქტი ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას სწრაფად და დელიკატურად უზრუნველყოფს და იმუნური უჯრედების მუშაობას აწესრიგებს.

არომატული ბალახები ალერგიის დროს

ალერგიის დროს სურნელოვანი მცენარეები სანელებლებზე დიდ როლს ასრულებს. განსაკუთრებით ეხება ისეთ სანელებლებს, როგორიცაა როზმარინი, თავშავა, მაიორანი, ბარამბო, სალბი. როზმარინის ზეთის მაღალი შემცველობის წყალობით მცენარეებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ამავდროულად, ალერგიულ სიმპტომებს ამცირებს. მცენარეები ნებისმიერ კერძსა და გარნირში გამოგადგებათ. ასე რომ მათ გამოყენებას მხოლოდ თქვენი ფანტაზია ზღუდავს.

დიეტა ალერგიის დროს: რა გამოვრიცხოთ?

ალერგიის დროს დიეტას გამონაკლისი რომ არ ჰქონდეს, უცნაური იქნება. ნამდვილად, არსებობს რიგი პროდუქტები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით ალერგიულ რეაქციას შეიძლება იწვევდეს, ამიტომ მენიუდან ამოღებას გირჩევთ. მათ შორისაა თაფლი (თაფლის ერთ–ერთი სახეობა შეიძლება იყოს), წითელი ხორცი. ასევე ხილი და ბოსტნეული, რომლებიც ე.წ. ჯვარედინ რეაქციას იწვევს. მაგალითად, არყის ხის მტვერზე ალერგიული ხალხი განიცდის უსიამოვნო სიმპტომებს, როცა ვაშლს ან ქლიავს ჭამს. როგორც წესი, ასეთი რეაქციის დროს გვეხმარება პროდუქტების თერმული დამუშავება. ახალ ვაშლზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს, ხოლო ვაშლის კომპოტზე – არა. ცოტამ თუ იცის, რომ ჭიქა წითელი ღვინის დალევის შემდეგ ძლიერი თავის ტკივილი ალერგიული რეაქციაა. საქმე იმაშია, რომ ტანინებთან და ფლავონოიდებთან ერთად ყურძნის კანი ჰისტამინს შეიცავს. გამოდის, ალერგიის დროს ყურძენი და ღვინო დიეტიდან უნდა გამორიცხოთ.