გარდერობის შეცდომები, რომლებიც ტრენდად იქცა

383

მოდის სამყარო ცვალებადი და ძალიან სწრაფია. ზოგიერთი ჩვენგანი ადრე ვერც იფიქრებდა, რომ სამსახურში სპორტული სამოსით, მოდურ წვეულებაზე ფერადი ხელოვნური ბეწვის ქურქით ან პაემანზე მხოლოდ ქვედა საცვლებით წავიდოდა. Vivien გთავაზობთ ყველაზე ექსტრავაგანტული ნივთების და კომბინაციების ნაკრებს, რომლებიც მოდურ ტაბუდ ითვლებოდა და ტრენდად იქცა.

სპორტული სტილი

სულ რაღაც 15-25 წლის წინ სპორტული სტილი და ნებისმიერი მისი ატრიბუტი ნონსენსი და ცუდი ტონი იყო. სავარჯიშო შარვლები და მოკლე ტოპები მხოლოდ სტადიონზე და სავარჯიშო დარბაზში იყო გონივრული, მაგრამ არა წვეულებაზე და მაღალი წრის ღონისძიებაზე. ასეთი „სამოსით“ ბავშვები ეზოში ბურთს დასდევდნენ და ომობანას თამაშობდნენ. ვინ იფიქრებდა, რომ მომავალში სიტუაცია შეიცვლებოდა! დიზაინერების მარჯვე ხელით, როგორიცაა Alexander Wang, Prada და DKNY, სპორტული სამოსი მოდური ტრენდი გახდა და მთელ მსოფლიოში პოდიუმები დაიპყრო. ახლა სამარცხვინო არაა, თუ წვეულებაზე, პაემანზე ან სამსახურშიც ლამპასიანი ტანზე მომდგარი შარვლით და მოკლე ტოპით გამოჩნდებით.

ჯინსის total look

ჯინსი მარადიული კლასიკაა, რომელიც მოდის ოლიმპს მალე არ დატოვებს. ბოლო დრომდე ამ უდავო ჭეშმარიტებას არ ეხებოდა ისეთი ფენომენი, როგორიცაა „კანადური სმოკინგი“. მარტივად რომ ვთქვათ, ტოტალური ჯინსი. თავიდან ბოლომდე ჯინსში გამოწყობილი ადამიანი სოფლელს განასახიერებდა და იწვევდა მუდმივ ასოციაციებს კოვბოებთან, ძროხებთან და სოფლურ ცხოვრებასთან. მსგავსი კომბინაციის დასავლური განმარტება ჩვენთანაც სწრაფად გავრცელდა, თუმცა ჩვენთან ასე არავინ დადიოდა. ნებისმიერ შემთხვევაში „კანადური სმოკინგის“ ტარების აკრძალვა მოდური ტაბუდან შეუმჩნევლად გაქრა. მოდის მთავარი მიმდევრები, მათ შორის რიანა, კეტი პერი და კიმ კარდაშიანი, ჯინსის ტანსაცმელში პაპარაცებთან თამამად პოზირებენ.

ხელოვნური ბეწვი

უძველესი დროიდან ბეწვი განასახიერებდა მდიდრულ ცხოვრებას, სიუხვეს და ფუფუნებას. შესაბამისად, დიდი ხნის განმავლობაში ბეწვს მისი სტატუსის გამო ყიდულობდნენ. ხელოვნური ბეწვის ქურქში ხალხში გამოჩენა სოციალური თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ასეთებს მხოლოდ ბავშვებისთვის ყიდულობდნენ. შედარებით ახლახანს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა.დიახ, წაულა და მელა ლამაზი და თბილია, მაგრამ დღეს არც ისე მოდურია.

ქვედა საცვალი სამოსის ნაცვლად

შორეულ 80-იან წლებში ქვედა საცვლით მაღალ საზოგადოებაში გამოსვლა მხოლოდ მადონას თუ შეეძლო. მართალია, 90–იან წლებში კაბა–პერანგი, რომელიც საღამურს ძალიან ჰგავდა, Calvin Klein–ის წყალობით პოპულარული გახდა. „უბრალო მოკვდავთათვის“ 2000-იანი წლების შუა პერიოდამდე ტაბუდ რჩებოდა. საცვლების სტილის სამოსზე მოდა გააცოცხლა ისეთმა ბრენდებმა, როგორიცაა Givenchy და Louis Vuitton. მათ ის კლასიკური პატარა შავი კაბის ალტერნატივად შემოგვთავაზეს. გლუვი აბრეშუმის ქსოვილის ტოპები და შორტები იდეალურია წვეულებასა და საზოგადოებაში გასასვლელად. ასეთი კომბინაცია საღამურს წააგავს, მაგრამ ძალიან სექსუალურად გამოიყურება! ახლა დიზაინერები უფრო შორს წავიდნენ. წარმოსახვას აღძრავს ჯინსის სტრინგი. მათთვის, ვისაც საცვლებში ხალხში გამოჩენა სურს, მაგრამ მაინც მორცხვობს.

„ვისიმე ნაქონი“ ტანსაცმელი

ბევრში შეუფერებელი ზომის სამოსი ასოცირდება უფროსი ძმის, დის და სხვა ნათესავის ნაქონი ტანსაცმლის ტარების აუცილებლობასთან ან უარეს შემთხვევაში ჰიპ–ჰოპის შემსრულებელთა უთქმელ ჩაცმის სტილთან.

შერეული სტილი

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დიზაინერები და მოდის კრიტიკოსები ერთხმად აცხადებდნენ: სხვადასხვა მოდური ეპოქის სტილში შექმნილი ნივთების ტარება ცუდი ტონია. „ეს ეფექტურია მხოლოდ პოდიუმზე“ – ამტკიცებდნენ ისინი. რა ხდება ახლა? ისტორიამ იცის ბევრი შემთხვევა, როცა დიზაინერების პოდიუმური აღმოჩენა მთავარი ტრენდი გახდა. იგივე ივ სენ–ლორანი, თავისი საფარის სტილით, გლეხური ბლუზით და შიშველ ტანზე სმოკინგით, ამას პირდაპირ ადასტურებს. ვინ იფიქრებდა, რომ 70-იანი წლების ბოჰემური ყვავილებიანი კაბა ჰარმონიულად შეავსებს 50-იანი წლების ტრენდულ მოცულობით ტყავის ქურთუკს, ხოლო სამხედრო სტილის მკაცრი კომპლექტი იდეალურად შეერევა ქალაქური სტილის მოცულობით ქურთუკს!

შერეული ფაქტურა

ადრეული ბავშვობიდან ყველამ იცოდა, რომ შავი ქვედაბოლოს საუკეთესო წყვილია თეთრი ბლუზა, ხოლო კაბასთან მხოლოდ ნავი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ, ჯინსი მხოლოდ დასვენების დროს შეგიძლიათ ჩაიცვათ. „სხვადასხვა ოპერის“ ნივთების მორგება და მით უფრო ცდა არავის მოფიქრებია. ბოლო 20-30 წელია მოდა უფრო თავისუფალი და სწრაფი გახდა, ბევრი წინაღობა და მოძველებული პრინციპები გადალახა. ახლა შეგვიძლია გამოვხატოთ საკუთარი თავი ისე, როგორც ჩვენს ინდივიდუალობას შეეფერება. ჩავიცვათ თხელი პლისებიანი ქვედაბოლო უხეშად ნაქსოვ ბეწვის სვიტერთან, აბრეშუმის კაბა–პერანგი ტყავის ქურთუკთან, სპორტული სამოსი ხელოვნური ბეწვის ქურქთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს