გულის დაავადებების ნიშნები დაღლილობის მსგავსია, გვაფრთხილებს თერაპევტი

761

გულის დაავადებების სიმპტომებმა შეიძლება გადაწვის, გადაღლილობის სურათი შექმნას. ამბობს თერაპევტი ნადეჟდა ჩერნიშოვა.

ექიმი გვაფრთხილებს, რომ გულის დაავადებების ნიშნები დაღლილობის მსგავსია. მისი თქმით, გულის პათოლოგიების განვითარებისას შეიძლება გაჩნდეს შეგრძნება, რომელსაც ხშირად ზედმეტ მუშაობას და რუტინულ სტრესს მიაწერენ.

„გულის პრობლემები ვლინდება უჩვეულო სიმპტომებით, როგორიცაა ქოშინი მინიმალურ დატვირთვაზე, სისუსტე და ძლიერი დაღლილობა, ფეხისგულების შეშუპება საღამოს“ – ამბობს თერაპევტი.

ექიმი გირჩევთ, რომ გულმკერდის დისკომფორტი უყურადღებოდ არასდროს დატოვოთ. ექიმი აღნიშნავს, რომ

“ზოგიერთ შემთხვევაში დამწოლი, მოჭერითი ტკივილი გულის იშემიური დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს”.

ექსპერტის თქმით, მსგავსი შეგრძნება ადამიანმა ინფარქტამდე ცოტა ხნით ადრე შეიძლება იგრძნოს. რაც შეეხება მომატებულ სისუსტეს და სწრაფად დაღლას, გულის უკმარისობაზე შეიძლება მიუთითებდეს, აზუსტებს თერაპევტი.

ზოგიერთ შემთხვევაში, გულის დაავადების ნიშნები შეიძლება არ გამოვლინდეს და ინფარქტი ერთი შეხედვით ჯანმრთელ ადამიანს დაემართოს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს