თერაპევტი: კვების 4 ჩვევა 40+ ასაკის ქალში წონის მატებას იწვევს

594

40 წლის შემდეგ ზედმეტი კილოგრამების გაჩენას თავი რომ აარიდოთ, გვიან ჭამაზე უარი თქვით და მარილის მიღება აკონტროლეთ. ამის შესახებ თერაპევტი ალექსანდრა ბელოვა საუბრობს.

40 წლის შემდეგ ორგანიზმი კარგავს კუნთოვან მასას, ნივთიერებათა ცვლა ნელდება. ეს ხელს უწყობს წონის სწრაფად მატებას და ცხიმების დაგროვებას იქ, სადაც არ გვსურს. თერაპევტი აღნიშნავს, რომ 40+ ასაკის ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ: მათი ორგანიზმი საკვებს ისე ვერ ინელებს, როგორც 20 ან 30 წლის ასაკში. კვების ზოგიერთი შენარჩუნებული ჩვევა 40 წლის შემდეგ წონის მატებას იწვევს. სწორედ ამიტომ, ამ ჩვევების მოშორებას გირჩევთ.

გვიან ჭამა. ასაკთან ერთად ნივთიერებათა ცვლის მუშაობა ნელდება, ამიტომ გვიან საღამოს და ღამით მაცივართან ვიზიტებს გადახედეთ. თერაპევტის თქმით, ვახშამსა და ძილს შორის შუალედი 3-4 საათი უნდა წახემსების გარეშე. ღამით მადა რომ არ გაიზარდოს, დღის მეორე ნახევარში და ვახშამზე სწრაფი ნახშირწყლების მიღებას მოერიდეთ, რომ სისხლში შაქრის დონე დაარეგულიროთ.

ჭიქა ღვინო ვახშამზე. ამ ჩვევის ყოველდღე გამეორებას არ გირჩევთ. 40 წლის შემდეგ ორგანიზმი ალკოჰოლს ნაკლებად ეფექტურად ამუშავებს. გამოდის, ღვინის დალევა ღვიძლის გაცხიმოვნების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

ტკბილეული და ფქვილიანი. თერაპევტი აღნიშნავს, რომ 40 წლის შემდეგ მარტივი ნახშირწყლების ათვისება ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას მჭიდროდ უკავშირდება. თუ ქალი უარს არ იტყვის პროდუქტებზე, რომლებიც შაქარს და თეთრ ფქვილს შეიცავს და არ შეიცავს უჯრედისს, მისი სისრულე გარდაუვალი იქნება.

მარილიანის სიყვარული. 40+ ასაკის ბევრი ქალი მიდრეკილია წყლის შეკავებისა და შეშუპებისკენ. ეს ერთ–ერთი მიზეზია, ნაკლები მარილი მიირთვათ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ჭარბი მარილი ნივთიერებათა ცვლას ანელებს და მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვებას ხელს უწყობს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.