თერაპევტი ასახელებს 5 მეთოდს, როგორ შეამციროთ მიღებული კალორიების რაოდენობა

417

ყოველდღიურ რუტინაში მცირე ცვლილებების შეტანა წონის დაკლებას დააჩქარებს, ამტკიცებს თერაპევტი ალექსანდრა ბელოვა.

მისი თქმით, წონის დაკლებას შეძლებთ, თუ დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობას შეამცირებთ. ექიმი ასახელებს რამდენიმე მეთოდს, როგორ შეამციროთ კალორიების რაოდენობა.

საკვების ულუფა შეამცირეთ. დღის განმავლობაში ძირითადი კვების ულუფის შემცირება გონივრული მეთოდია, რომ მიღებული კალორიების საერთო რაოდენობა შეამციროთ. ექსპერტი გირჩევთ, რომ მიღებული საკვების რაოდენობა თანდათანობით შეამციროთ.

უალკოჰოლო სასმლების მიღება შეზღუდეთ. უალკოჰოლო სასმელები, მათ შორის წვენი, შეიცავს ბევრ შაქარს, რომელიც სისხლში სწრაფად ხვდება და გლუკოზის დონის რყევებს იწვევს. მიღებული კალორიების შესამცირებლად ჯანმრთელობისთვის ერთ–ერთი სასარგებლო მეთოდია უარი თქვათ ასეთ სასმელებზე.

კერძის მომზადების ჯანსაღი მეთოდები გამოიყენეთ. სპეციალისტი ამბობს, რომ ბევრი პროდუქტი, რომელიც ტაფაზე იწვება, ღუმელში უზეთოდ შეგიძლიათ გამოაცხოთ. ასეთი კერძი ნაკლებ კალორიას შეიცავს და უფრო ჯანსაღია.

წყალი, ცილა და უჯრედისი. აი, თერაპევტის რჩევა: გაზარდეთ ცილებით და უჯრედისით მდიდარი პროდუქტების მიღება, ბევრი წყალი დალიეთ და შეამჩნევთ, რომ ნაკლებად მშიერი იქნებით. ასე დღის განმავლობაში წახემსების რაოდენობას შეამცირებთ.

ბოსტნეული ბრინჯის და კარტოფილის ნაცვლად. მოხარშული, გამომცხვარი ბოსტნეული ან სალათი ბრინჯის და კარტოფილის ნაცვლად დაგეხმარებათ რაციონის კალორიულობის შემცირებაში. მას მეტი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის, ვიტამინებით, მიკროელემენტებით და უჯრედისით ამდიდრებს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.