ინფარქტის ზოგიერთ ნიშანს „მუნჯს“ უწოდებენ. პაციენტები მაშინვე ვერ ამჩნევენ, ამბობს კარდიოლოგი ქსენია არტემიევა.
ინფარქტის დროს კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადი მცირდება ან იბლოკება. ეს გულის კუნთებს ართმევს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს, მის დაზიანებას იწვევს. კარდიოლოგი ამბობს, რომ ინფარქტის უმეტეს შემთხვევაში ძირითადი მიზეზია გულის იშემიური დაავადება – მდგომარეობა, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება, თან ახლავს კორონარულ არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვება.
„თუ ფოლაქები გასკდება, შეიძლება შედედებული სისხლი ჩამოყალიბდეს, რომელიც არტერიებს ბლოკავს და სისხლს გულში შესვლის საშუალებას არ აძლევს“ – ამბობს ექიმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ინფარქტი.
ინფარქტის ნიშნები. კარდიოლოგის თქმით, გულის შეტევის დროს მკერდში ტკივილი ან დისკომფორტი (სტენოკარდია) იგრძნობა, რომელსაც შებოჭილობის ან სისავსის შეგრძნება ახლავს. ასეთი ტკივილი რამდენიმე წუთი გრძელდება, შეიძლება შეჩერდეს და განახლდეს. გარდა ამისა, ტკივილი სხეულის ზედა ნაწილის სხვა მხარესაც შეიძლება გადავიდეს, ერთ ან ორივე ხელზე, ზურგზე, კისერზე, ყბაზე, მუცელზე.
სხვა ნიშნები:
- გართულებული სუნთქვა
- მკრთალი ცივი კანი
- ცივი ოფლი
- გულისრევა
- სისუსტე
- თავბრუსხვევა
გულის შეტევის ზოგიერთ ნიშანს „მუნჯს“ უწოდებენ, რადგან პაციენტი მაშინვე ვერ ამჩნევს. კარდიოლოგი ასახელებს ამ სიმპტომებს: სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ღებინება, ბოყინი, გულძმარვა, ექსტრემალური დაღლილობა.
კარდიოლოგი გაფრთხილებთ: ქალები გულის შეტევის დროს ხშირად გრძნობენ გულისრევას და ძლიერ დაღლილობას.
„გულის შეტევის დროს კაცებიც და ქალებიც განიცდიან ტკივილს ან დისკომფორტს გულმკერდის არეში, მაგრამ ქალებს ხშირად აწუხებთ ქოშინი, ზღვის დაავადების მდგომარეობა და ღებინება, ზედმეტი დაღლილობა, თავბრუსხვევა, ტკივილი ზურგში ან ყბაში“.
კარდიოლოგი შეგახსენებთ, რომ გულის შეტევის დროს ექიმთან დროულად დარეკვა და სასწრაფო დახმარების გამოძახება აუცილებელია.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.