ხსნადი ყავა თრომბოზისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის საზიანო შეიძლება იყოს

1245

ხსნადი ყავა თავისი შარდმდენი მოქმედებით თრომბოზისადმი მიდრეკილების დროს საზიანო შეიძლება იყოს. ამის შესახებ დიეტოლოგი ელენა სოლომატინა საუბრობს.

დიეტოლოგი უარყოფს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ხსნადი ყავის დალევა ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. „ხსნადი ყავა საკმაოდ უსაფრთხოა“ – ამბობს ექიმი.

ექიმი აზუსტებს, რომ ხარისხიანი ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის უვნებლად შეგიძლიათ დალიოთ, იმის მიუხედავად, თუ როგორ შეფუთვაშია, ქილაში თუ პაკეტში. ზოგჯერ ყავად სუროგატ პროდუქტს ასაღებენ. ასეთი სასმელი ნამდვილად შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. დიეტოლოგის თქმით, სუროგატ პროდუქტად ხშირად გვხვდება ე.წ. ყავა ნაღებით, რომელიც დაბალი ხარისხის პალმის ზეთით მომზადებულია. მასში, სხვა ყველაფერთან ერთად, შეიძლება იყოს არომატიზატორი, სინთეტიკური სურნელი.

ექიმი გვაფრთხილებს, რომ ხსნადი ყავა თრომბოზისადმი მიდრეკილების მქონე ადამიანებისთვის საზიანო შეიძლება იყოს. სასმელს შარდმდენი მოქმედება აქვს, რის გამოც ორგანიზმი სითხეს ინტენსიურად კარგავს. ეს, თავის მხრივ, სისხლის შედედებას და თრომბის წარმოქმნას ხელს უწყობს. დიეტოლოგი გირჩევთ, რომ ყავის მიღებისას წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ეს ყველას ეხება და არა მხოლოდ მათ, ვისაც თრომბოზის რისკი აქვთ.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს