ხანდაზმულებს კეფირი იმუნიტეტის გაძლიერებაში ეხმარება

318

დიეტოლოგი მარიიატი მუხინა საუბრობს კეფირის სასარგებლო თვისებებზე, რომლის წყალობით მოხუცების ჯანმრთელობა ძლიერდება.

ექიმის თქმით, კეფირში შედის B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, რომელიც სიბერეში ძალიან დაუცველი ხდება.

„ამ სასმლის წყალობით ხდება კანის რეგენერაციის გაუმჯობესება და მწოლიარე მოხუცებში ნაწოლების პრევენცია“ – აღნიშნავს ექიმი.

გარდა ამისა, კეფირის დალევა თმის მდგომარეობას აუმჯობესებს. სპეციალისტის თქმით, ამ რძემჟავა პროდუქტში შედის ყველაფერი, რაც სჭირდება თმას, მათ შორის ცილა. როგორც ცილის წყარო, კეფირი სასარგებლოა კუნთოვანი მასის გასაძლიერებლად, რაც ასაკოვან ხალხში სისუსტის და დაცემის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

კეფირის კიდევ ერთი უპირატესობაა მისი ზემოქმედება ნაწლავურ მიკროფლორაზე. ნაწლავებში ბაქტერიული შემადგენლობის გაუმჯობესებით კეფირი ასაკოვან ხალხში იმუნიტეტს ზრდის, ამბობს ექსპერტი.

„კეფირი იმუნიტეტს აძლიერებს, პირობით პათოგენურ ფლორას ავიწროებს და სასარგებლო გარემოს ქმნის“ – აჯამებს დიეტოლოგი.

კეფირის დადებითი ზემოქმედება იმუნიტეტზე ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ იმუნური სისტემისთვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას შეიცავს, ესაა D ვიტამინი. ორი სხვა ვიტამინი (A და E) ორგანიზმს იცავს ჯანმრთელობის გამაუარესებელი სხვა ასაკობრივი პროცესებისგან, როგორიცაა მხედველობის და სმენის დაქვეითება, ჩონჩხის ძვლების დასუსტება.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს