თუ ამ სიმპტომს განიცდით, ნიშანია, რომ თქვენს ფეხში სისხლის ნაკადი შემცირებულია. ეს კი სერიოზული გართულებების რისკს ზრდის.
ქოლესტერინის მაღალი დონე ნიშნავს, რომ სისხლში ძალიან ბევრი ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელსაც ქოლესტერინი ეწოდება.
თავიდან არანაირ პრობლემას შეიძლება არ იწვევდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში გროვდება და ბლოკირებას იწვევს. ამან მთელ სხეულში ნორმალურ სისხლის მიმოქცევას ხელი შეიძლება შეუშალოს. უკიდურეს შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს გადაუდებელი შემთხვევები, როგორიცაა ინსულტი და გულის შეტევა. სამწუხაროდ, ქოლესტერინის მაღალი დონე იშვიათად იწვევს სიმპტომებს, ამიტომ ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ამ დაავადებით ცხოვრობს.
არსებობს მაჩვენებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარდება.
დროთა განმავლობაში ქოლესტერინის მაღალი დონე სისხლძარღვებში ფოლაქების წარმოქმნას იწვევს. ამ ფოლაქების წარმოქმნას ათეროსკლეროზი ეწოდება. ათეროსკლეროზის მქონე ადამიანები ბევრი სხვადასხვა დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ეს იმიტომ, რომ ჩვენი სისხლძარღვები მთელ ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
„როცა ერთ–ერთ თქვენს სისხლძარღვში პრობლემაა, ტალღური ეფექტი ხდება“ – ამბობს ოჯახის ექიმი ტატიანა ზახაროვა.
ამის მაგალითია პერიფერიული არტერიების დაავადება, სადაც ათეროსკლეროზი ხელის ან ფეხის არტერიებში ჩნდება. ერთ–ერთი ნიშანია ფეხის კრუნჩხვა მოძრაობისას.
„სიმპტომების შეგრძნებას დაიწყებთ, როდესაც პერიფერიული არტერიები მინიმუმ 60%–ით დაიბლოკება. მთავარი სიმპტომია პერიოდული კოჭლობა. ეს ფეხის კრუნჩხვაა, რომელიც იწყება, როცა მოძრაობთ, მაგრამ ჩერდება, როცა ისვენებთ. ეს სისხლის ნაკადის შემცირების ნიშანია, რომელიც არტერიებში ფოლაქების ზრდით გამოწვეულია“.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.