შარდში ამ ცვლილების დროს ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. გაფრთხილებთ უროლოგი

1155

შარდის ფერის და სუნის მოულოდნელი ცვლილებები უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. უროლოგი ვადიმ ბაშკატოვი ასახელებს შარდის ცვლილებებს, რომლებიც ექიმთან მიმართვას მოითხოვს.

შარდი მუქი ყვითელია. ექიმის თქმით, ნიშანია, რომ ადამიანი ცოტა წყალს სვამს. თუ საკმარის სითხეს იღებს, მაგრამ შარდის ფერი მაინც მუქია, თირკმლების პრობლემებზე მიუთითებს.

„თუ შარდი მუდმივად მუქია, ნარინჯისფერთან ან ყავისფერთან ახლოს, ამის მიღმა ნაღვლის ბუშტის ან ღვიძლის დაავადება შეიძლება იმალებოდეს“ – ამბობს სპეციალისტი.

შარდვა ტკივილით. უროლოგი აღნიშნავს, რომ მსგავს პრობლემას აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგრამ ჩვეულებრივ შარდის ბუშტის ინფექციაზე მიუთითებს.

შარდი მღვრიე ან ფანტელებიანია. შარდის გამუქება შეიძლება გამოწვეული იყოს ლეიკოციტებით და ანთებაზე მიუთითებდეს. ასეთი ცვლილება შარდის ბუშტის ინფექციის ან თირკმლის დაავადებების დროს შეიძლება მოხდეს.

შარდს მძაფრი სუნი აქვს. თუ რაიმე ცხარე ან არომატული არ მიირთვით, შარდის სუნის შეცვლა საშარდე გზების ინფექციების ნიშანი შეიძლება იყოს.

შარდს მოტკბო სუნი აქვს. ასეთი სუნი აიხსნება ნაჭამი საკვებით ან შაქრიანი დიაბეტის განვითარებით.

სისხლი შარდში. წითელი ან ყავისფერი ზოლები შარდში ექიმთან სასწრაფოდ მისვლის მიზეზია. მსგავსი ცვლილება სერიოზული ანთების ნიშანი შეიძლება იყოს და უთითებდეს, როგორც შარდის ბუშტის ინფექციაზე, ასევე თირკმლების ინფექციაზე, ზოგიერთ შემთხვევაში, სიმსივნეზე.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს