გულძმარვა ან ალერგია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება იყოს

391

გასტროენტეროლოგი ლილია კოზლოვსკაია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს.

არასაკმარისი წყალი. გასტროენტეროლოგი ლილია კოზლოვსკაია აღნიშნავს, რომ პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ერთ–ერთი მიზეზი წყლის არასაკმარისად დალევით შეიძლება იყოს გამოწვეული. ამ დროს ორგანიზმი საკმარის ნერწყვს ვერ გამოიმუშავებს. სწორედ ნერწყვი რეცხავს პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს იწვევენ. თუ ძალიან ცოტაა, ეს ბაქტერიები აქტიურდება.

ალერგია. ექიმი განმარტავს, რომ ხშირად ალერგიულ ხალხს ცხვირით სუნთქვა უჭირს და პირით სუნთქვა უწევს. შედეგად, მათი პირის ღრუ შრება, რაც მასში უსიამოვნო სუნის გამომწვევ ბაქტერიებს აკავებს.

პროდუქტები. გასტროენტეროლოგის თქმით, პირის ღრუში უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება გახდეს რძის პროდუქტები, პური, მაკარონის ნაწარმი. ნახშირწყლების და შაქრის შემცველი პროდუქტები პირის ღრუში ბაქტერიების ზრდას ხელს უწყობს. ამ ბაქტერიებს შორისაა ისეთებიც, რომლებიც გადამუშავებულ ლპობის უჯრედებს ტოვებენ.

ბევრი ყავა და ალკოჰოლი. ექიმი გვაფრთხილებს, რომ სუნთქვა ცუდი სუნით პირის ღრუში ფლორის დარღვევის შედეგი შეიძლება იყოს. პირის ღრუში ასეთი ბაქტერიული დისბალანსი ხშირად აქვთ მათ, ვინც სვამს ბევრ ყავას და ალკოჰოლს.

გულძმარვა. საჭმლის მონელება იწყება პირის ღრუში. აქ იშლება და შემდეგ საყლაპავის გავლით კუჭში ხვდება. გულძმარვის დროს კუჭის დარღვეული სფინქტერის გამო საჭმლის მომნელებელი წვენი უკან საყლაპავში ბრუნდება და მჟავე გემოს იწვევს, რასაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნი მოჰყვება.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს