ენდოკრინოლოგი მოგიწოდებთ, ღვიძლის დაავადების შესახებ მეტი ინფორმაცია გაიგოთ.
ღვიძლი სიდიდით მეორე ორგანოა ორგანიზმში. პასუხისმგებელია ორგანიზმიდან მავნე და ტოქსიკური ელემენტების გამოდევნაზე, ასევე ვიტამინების, ცხიმების და ბევრი სხვა მკვებავი ნივთიერების მონელებაზე. ორგანოში ცხიმის დაგროვება ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამავდროულად, ეს შეიძლება იყო ალკოჰოლური ან უალკოჰოლო. ბევრი ადამიანი ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებაზე ცუდად ინფორმირებულია და მითების სჯერა. ენდოკრინოლოგი ალექსანდრე იუროჩკინი ცხიმოვანი ღვიძლის გავრცელებულ მითებს ასახელებს.
ცხიმოვანი ღვიძლი მხოლოდ მსმელებში ვითარდება. ექიმი ამ მოსაზრებას ტიპიურ შეცდომას უწოდებს. ხაზს უსვამს, რომ ცხიმოვანი ღვიძლი ყველას შეიძლება აწუხებდეს და არა მხოლოდ მათ, ვინც ალკოჰოლს სვამს. სპირტიანის მიღების გარდა ღვიძლის გაცხიმოვნება შეიძლება გამოწვეული იყოს ჭარბი წონით, არაჯანსაღი კვებით, ასევე მედიკამენტების მიღებით, ქოლესტერინის მაღალი დონით, დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებით.
ცხიმოვანი ღვიძლი მსუქანი ხალხის პრობლემაა. პრობლემის შესახებ ასეთი შეხედულება კიდევ ერთი მითია. ექიმი აღნიშნავს, რომ ღვიძლში ცხიმის დაგროვების რისკი გარეგნულად გამხდარ ხალხსაც აქვს. მსგავსი რამ ვისცერალური სიმსუქნის დროს შეიძლება მოხდეს. ამ დროს ცხიმი არა კანქვეშ, არამედ მუცლის ღრუში გროვდება.
ღვიძლის პრობლემები იწვევს კანის სიყვითლეს და გვერდში ტკივილს. სიყვითლე არაჯანსაღი ღვიძლის ერთ–ერთი ცნობილი სიმპტომია. გარდა ამისა, მასთან დაკავშირებული პრობლემის დროს მარჯვენა ნეკნქვეშა არეში უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნებები ჩნდება. ამავდროულად, ექიმი გვაფრთხილებს, რომ ხშირად ღვიძლის დაავადებებს სპეციფიკური ნიშნები არ აქვს. ღვიძლის გაცხიმოვნებას ცნობილი სიმპტომები შეიძლება არ ახლდეს, მაგრამ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა ან გულისრევა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. სპეციალისტთან გაიარეთ კონსულტანცია უკუჩვენებების და გვერდითი ეფექტების შესახებ. თვითმკურნალობა დაუშვებელია. დაავადების პირველივე ნიშნებზე ექიმს მიმართეთ.