მცენარე მიგანიშნებთ, როდის ამოთხაროთ სხვადასხვა დროს დარგული ნიორი

368

ძირითადად, ნაკვეთზე ორი სახის ნიორს რგავენ. ესაა საშემოდგომო და საგაზაფხულო ნიორი. საშემოდგომო ნიორი შემოდგომის ბოლოს ირგვება, მეორე ვარიანტი – გაზაფხულზე. Vivien გასწავლით, რას მიაქციოთ ყურადღება, რომ ნივრის ამოთხრის ზუსტი დრო განსაზღვროთ.

ნივრის ამოთხრის დრო

საშემოდგომო ნივრის დარგვა ყინვების დაწყებამდე უნდა მოასწროთ, როცა ბოსტანში მთელი მოსავალი უკვე აღებულია. კვლებისთვის ადგილი შეარჩიეთ, მოთოხნეთ და ნიორი დარგეთ. გაზაფხულზე, თოვლის დნობის შემდეგ, ნიორი აღმოცენდება. ზაფხულში ჩოყის ფორმირებას დაიწყებს. როცა ჩოყები დაიხვევა, ძირში გადაჭერით. ასე ბოსტნეული ყვავილობასა და თესლის მომწიფებაზე ძალას არ დახარჯავს და სასარგებლო ელემენტები თავში დარჩება.

ახალი ჩოყი გემრიელია, მაგრამ კვლებში სხვადასხვა ადგილას მხოლოდ თითო ჩოყი დატოვეთ. ასე მიხვდებით, როდის მომწიფდება ბოსტნეული და აიღოთ მოსავალი. როცა ჩოყი ამოიწვერება და გასწორდება, ნიორი შეგიძლიათ ამოთხაროთ.

ზოგიერთი ფერმერი თესლის გახსნას ელოდება, მაგრამ ეს აუცილებელი არაა. ღეროზე ქვედა ფოთლებს დააკვირდით. თუ ფოთლები მეოთხედ ნაწილამდე გამხმარია, ნიორი შეგიძლიათ ამოთხაროთ.

ჩოყებთან ყველაფერი გასაგებია. გიამბობთ, როგორ მოიქცეთ, როცა ნიორი არ ყვავილობს და ჩოყებს არ ავითარებს. ამ შემთხვევაში, ფოთლებს უნდა დააკვირდეთ. თუ ფოთლები გაყვითლდა და ხმება, ნივრის ამოთხრა იჩქარეთ.

ნივრის მოვლა

საგაზაფხულო ნიორი ნაადრევ გაზაფხულზე ირგვება. იქ, სადაც ძლიერი ყინვები არაა, ზოგიერთი ფერმერი ნიორს ზამთარში რგავს. ასე ბოსტნეული ნაადრევ გაზაფხულზე სწრაფად ღვივდება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ნიორი ძლიერ სიცივეს ვერ გაუძლებს. ჩვეულებრივ, საგაზაფხულო ნიორს ჩოყები არ აქვს და არ ყვავილობს. მოსავლის აღების დრო ფოთლებით განისაზღვრება. თუ ფოთლები მასიურად გაყვითლდა, ნიორი შეგიძლიათ ამოთხაროთ.

ჩვეულებრივ, ნივრის მომწიფება ივლისში სრულდება. ადრე პეტრე–პავლობის დღესასწაულით ხელმძღვანელობდნენ. ეს თარიღი უცვლელია, ყოველწლიურად 12 ივლისს აღინიშნება. ნიორს დღესასწაულის წინა დღეს ან მისი დასრულების შემდეგ თხრიდნენ.

კლიმატი მუდმივად იცვლება, ამიტომ ამინდის პირობებიც უნდა გაითვალისწინოთ. მოსავლის აღებისას მიწაში ნივრის თავების მდგომარეობა გაითვალისწინეთ. მაღალი ტენიანობის პირობებში ბოსტნეულმა ლპობა შეიძლება დაიწყოს.

ამ შემთხვევაში ნიორი დროულად ამოთხარეთ, რომ მისი გაფუჭება არ დაუშვათ. ზოგჯერ ნიორი ივლისის დასაწყისშიც იღება, რომ მოსავალი მაქსიმალურად შენარჩუნდეს. მცენარეს დააკვირდით. აუცილებლად მოგცემთ ნიშანს, რომ მოსავლის აღების დროა.

ნიჩაბი გამოიყენეთ, რომ ნივრის ამოთხრისას თავები არ დააზიანოთ. ასე ბოსტნეული მთელი დარჩება. მცენარე მიწისგან მსუბუქად დაფერთხეთ. თუ მიწა არ შორდება, ჭუჭყი წყლის ნაკადის ქვეშ მოაშორეთ. ნივრის წყალში დიდხანს გაჩერება არ შეიძლება.

ამოთხრილი ნიორი კონებად შეკარით და თავებით ქვემოთ დაკიდეთ. წვიმისა და ქარისგან დაცულ, კარგად განიავებულ ადგილას შეინახეთ. რამდენიმე დღეში შეგიძლიათ სხვენში აიტანოთ. ასე თავები კარგად გამოშრება. ფოთლები და ღეროები აუცილებლად მოაჭერით, როცა სრულად გახმება. შემდეგ ნიორი დაახარისხეთ, საკვებად და სანერგე მასალებად. ტომრებში შეინახეთ და გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს